ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ხატვა

მოძრაობის ტრაექტორია | სალომე დუმბაძე

საკუთარი თავის საარსებო გარემოს გადააზრებაა მთელი ჩემი ნამუშევრები გვერდიდან რომ შეხედო საკუთარ გარემოს, სადაც ხარ.

საკუთარი თავის საარსებო გარემოს გადააზრებაა მთელი ჩემი ნამუშევრები. გვერდიდან რომ შეხედო საკუთარ გარემოს, სადაც ხარ. სტრუქტურა არსებობს ჩემს ფერწერაში, რომ ძირითადი ობიექტებია და ცარიელი სივრცეები. ამ ცარიელ სივრცეებში ვეძებ ხოლმე ჩემს თავს, თავისუფლად რომ ვიყო ამის უფლებას, დინამიურობა მაინტერესებს და დაგეგმილად ვმუშაობ და ამიტომ ზუსტად ვიცი ხოლმე როდის უნდა გავჩერდე. ფორმა მკარნახობს მასალას, მასალა მკარნახობს თემას. თბილისში ძალიან ბევრი სივრცეა, რომელსაც აქვს თავისი ისტორია და კონტექსტი და მაგასთან მიმართებაში როგორი იქნება ეს ობიექტები და ჩემთვის მნიშვნელოვანია მე რას გავაკეთებ ან რას შევმატებ, რაზე გავაკეთებ ფოკუსირებას. ფერწერას როცა ვაკეთებ და ტილოს, როგორც მოცემულობას ისე აღვიქვამ, რომ ამ სივრცეში რაღაც გავაკეთო, იგივე გადმომაქვს ფიზიკურად, სივრცეშიც. მაინტერესებს ახალი მასალების ცდა, მომწონს ხოლმე რომ არ ეტყობა რა მასალით არის გაკეთებული, ერთი შეხედვით ვერ მიხვდები რისგან არის ეს ობიექტი გაკეთებული.

არ მინდა ხოლმე უხეშად გადმოვიტანო რაღაც არსებული მოდელი და მოვარგო. მინდა, რომ ბოლომდე გავიაზრო ის გარემო, სადაც ვარ. სულ მინდა, რომ ბოლომდე ადეკვატური ვიყო იმ სივრცის რაშიც  ვარ. რომ შევძლო და ყველაფერზე შევინარჩუნო ეს ადეკვატურობა. ხედების ცვლასთან ერთად სხვა პერსპექტივით რომ შეხედო მოვლენას და მდგომარეობას.