გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
სოფო ტაბატაძე არტისტი

მოშინაურებული ხე | სოფო ტაბატაძე

სოფო ტაბატაძე 2011 წელს გავიცანი ბერლინში, ეს ქალაქი ჩემთვის მეორე სახლი რომ გახდა, ნაწილობრივ იმის დამსახურებაცაა, რომ იქ სოფო და მისი ოჯახი ცხოვრობს. 

 სოფო პირველად ჩვენი საერთო მეგობრის აივანზე ვნახე. ივნისის საღამო იყო, თბილოდა და გარეთ ვისხედით. სახლში ტელევიზორი იყო ჩართული, ფეხბურთის ჩემპიონატს აჩვენებდნენ, საგოლე მომენტებისას ქალაქს სახლებიდან გამოვარდნილი შეძახილების ექო უვლიდა. იმ საღამოდან მკაფიოდ მხოლოდ ეს ხმა მახსოვს და აივნიდან დანახული ერთი კადრი: ოთახში, რომელშიც ინტენსიური წითელი და ყვითელი ფერებია, სოფო და მისი ქმარი - მურა ტელევიზორის ეკრანს მისჩერებიან და ფეხბურთის მატჩზე მეტად, საერთო ემოციური წუთებით ტკბებიან.  

სოფოს სწრაფად არ დავმეგობრებივარ, ის, რასაც დღეს მის მიმართ ვგრძნობ, რამდენიმე წლის ინტენსიური განცდებით შექმნილი კონსტრუქციაა.

ის თითქოს დიდი, შრიალა ხეა, მაღალი ტოტებით, რომლის ფოთლებშიც საღამოს თბილი მზის სხივები ატანს. ჩემთვის ამ ხეს ფესვები მყარად აქვს ნიადაგში გადგმული, თუმცა თავად სოფო მიწას არ ენდობა, ერთ ადგილზე დიდხანს ვე

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა