გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

NASA Space Apps Challenge

18–19 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია NASA Space Apps Challenge-ს უმასპინძლებს.

NASA Space Apps Challenge Abastumani-ის ორგანიზატორები არიან Tbilisi Startup Bureau და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი . ჰაკათონის გენერალური პარტნიორია საქართველოს ბანკი. პროექტი ხორციელდება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს,  Grant Thornton Georgia, DataFest Tbilisi-ს, ზუმაუთისა და ფაბლაბ ილიაუნი-ს მხარდაჭერით.  

NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად იმართება 200 სხვადასხვა ადგილას და 48 საათი მიმდინარეობს. ის ინოვაციათა ინკუბატორის პროგრამაა. ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც შეუსრულდა 18 წელი და დაინტერესებულია დედამიწისა და კოსმოსის კვლევებით, კოდირებით, ტექნოლოგიებით, დიზაინითა და სხვა გამოყენებითი მეცნიერებებით.

პირველ ადგილზე გასული პროექტი მიიღებს ჯილდოს – 2000 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე ადგილზე გასული პროექტი  1000 ლარის ოდენობით.

NASA Space Apps Challenge ჰაკათონის საუკეთესო პროექტებს Global Awards-ის დაჯილდოებაზე წარადგენენ. 

წლევანდელი ჰაკათონის თემები:

ოკეანეები

მთვარე

მზის სისტემის პლანეტები და ეგზოპლანეტები

გზა დედამიწიდან ვარსკვლავებისკენ

ცხოვრება ჩვენს სამყაროში 

ჰაკათონზე მონაწილეები რეგისტრირდებიან ინდივიდუალურად. ჯგუფის შექმნა ან წევრის დამატება შესაძლებელია ღონისძიების დაწყებამდე. Space Apps-ის დაწყებამდე მონაწილეებს არ აქვთ პროექტებზე მუშაობის უფლება.

სამუშაო ენა: ინგლისური

რეგისტრაცია უკვე დაიწყო: 2019.spaceappschallenge.org/locations/abastumani/

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 13 ოქტომბერი (23:59).

მგზავრობის, კვებისა და დაბინავების საკითხებზე ორგანიზატორები იზრუნებენ.

დეტალურად გამოწვევების შესახებ: 2019.spaceappschallenge.org/challenges/

დასწრება თავისუფალია

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა