გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
სვეტლანა ალექსიევიჩი ომს არა აქვს ქალის სახე

ომის მოკვლა - სვეტლანა ალექსიევიჩი

მინსკში, კახოვსკის ქუჩაზე, ზემდეგი ოლგა პოდვიშენსკაია და სერჟანტი საულ ჰენრიხოვიჩი ახალგაზრდა ჟურნალისტს მასპინძლობენ და მეორე მსოფლიო ომის ამბებს უყვებიან. ოლგა თანამებრძოლ ქალს იხსენებს, რომელიც სიმამაცისთვის მედლით დააჯილდოვეს და წასახალისებლად რამდენიმე დღით სახლში გაუშვეს: „როცა დაბრუნდა, ყველამ სათითაოდ დავყნოსეთ. არ ვაჭარბებ: რიგში ჩავდექით და ვყნოსავდით; ვამბობდით, სახლის სუნი ასდისო“. საუბარში მისი მეუღლე ერთვება: „მე ეს არ მახსენდება... გვერდით ჩამიარა... მე კონკრეტული სამხედრო ცოდნა მაქვს, მას კი – გრძნობები. გრძნობები კი ყოველთვის უფრო მძაფრია, ფაქტებზე უფრო შთამბეჭდავი. ჩვენ ორი ომი გვაქვს... ჩემმა მეუღლემ თავისი ომი დაიხსომა, მე – ჩემი...“ მოგვიანებით ამ შეხვედრას სვეტლანა ალექსიევიჩი ცალკე თავს დაუთმობს თავის წიგნში და ასე დაასათაურებს – „ჩვენს სახლში ორი ომი ცხოვრობს...“

„ომს არ აქვს ქალის სახე“ სვეტლანა ალექსიევიჩის პირველი წიგნია „უტოპიის ხმების“ სერიიდან. რუსულენოვანი ბელარუსი მწერლისთვის წიგნის დაწერის საბაბად ქალაქის გაზეთში გამოქვეყნებული სტატი

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა