ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

პატრიკ ნესი „ურჩხული გიხმობს“

მთარგმნელი: მიხეილ ციხელაშვილი
ყდა: ჯიმ ქეი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
2016

ყოველღამე ერთი კოშმარი – წყვდიადი, ქარი და კივილის ხმა. და მერე გაღვიძება. ეს ყველაზე საზარელი შიშია, რაც აქამდე განუცდია. მაგრამ ერთ ღამეს, როგორც კი თორმეტს შვიდი წუთი გადასცდება, ფანჯრიდან ურჩხულს დაინახავს. კონორს თავისი ღამის კოშმარების შემდეგ, აღარაფრის ეშინია, არც ამ გაფურჩქნილი, ტოტებიანი მონსტრის, რომელიც ბიჭს უბრალოდ ამბებს უყვება.

კონორის დედა ქიმიოთერაპიას გადის, მამაც ვერ არის მის გვერდით, ბებიასთან სულ არ აქვს მაინცდამაინც თბილი ურთიერთობა. მარტოს კი, ამ ტკივილის ატანა აღარ შეუძლია და ღამის კოშმარები ტანჯავს. 

კონორის ურჩხული უცნაური ვინმეა, ის თითქოს უკვდავ ბუნების ძალას ჰგავს, რომელიც ბიჭისგან მხოლოდ ერთ, უცნაურ რამეს ითხოვს – უნდა, კონორი საკუთარი ცხოვრების ამბავს მოჰყვეს. 

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა