გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

პოპულარობის კულტი

რა არის თანამედროვე ინდივიდის და კულტურის კრიზისის მიზეზი? რა როლს თამაშობს ამ კრიზისში გლობალური და სოციალური მედია? რა სახის ფსიქოლოგიური შედეგები, ნეგატიური გვერდითი ეფექტი აქვს მასკულტურიას? რა ტიპის სოციალური შფოთვა აწუხებს თანამედროვე თინეიჯერებს და სად არის ამ შფოთვის წყარო? ეს არის კითხვები, რომლთა პასუხებთან მიახლოების მცდელობაა ჩემი ესსე.

ერთ-ერთი საკვანძო და ძალზე სიმპტომატურია საკითხი პოპულარობის შესახებ. რას წარმოადგენს ის როგორც ფენომენი და რა გაუცნობიერებელი მოტივები უწყობს ხელს მისადმი ასეთ სწრაფვას?

პოპულარობა არ წარმოადგენს აუცილებლად პოზიტიურ ფენომენს, მაგრამ ძირითადად, არ გამოიყენება, როგორც ნეგატიური შინაარსის ტერმინი; არამეტ პირიქით, თითქოს აპრიორი, ინივიდისადმი მომართული ყურადღების დიდი ნაკადი აუცილებლად ადასტურებს, რომ ამ ნაკადის სამიზნე ობიექტი პასუხობს დასავლური კულტურის მიერ ასე მწვავედ მოთხოვნილ თვისებას - რომ იყო განსაკუთრებული. განსაკუთრებულობა ფასობს რადგან, ჰიპერინდუსტრიალიზაციამ და დიდმა ქალაქებმა ინდივიდის გაუფასურება გამოიწვია. (შეგნებულად არ ვერიდები მოძველებულ ტერმინს - ხალხის მასა) ერთი შვიდი მილიარდიდან. რამდენ ადამიანს ხედავს თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად? უამრავი უცხო სახე, ყველა თავისი მოტივით მართული. საინტერესოა ცარიელ ავტობუსში ასვლისას როგორ იქცევიან ადამიანები. სამსახურიდან დაღლილებს აღარ აინტერესებთ დამთმობლობა და სკამი დასწრებაზეა. ანუ ლოკალურად იჩენს თავს ის რაც ქმნის მთელ ადამიანურ ისტორიას. განსაკუთრებულობისკენ სწრაფვა გამოიხატება სუბკულტურების სიმრავლეში, სვირინგისადმი ასეთ გაძლიერებულ საბაზრო მოთხოვნაში, მოდაში, ბრენდებისადმი მიძალებაში და ათას ფერუმარილ წვრილმანში. ესაა ერთგვარი გვემა, ფსიქიკის ღრმა არაცნობიერი შრიდან ამოხეთქილი პროტესტი. დიახ მე ერთი ვარ შვიდი მილიარდიდან, მაგრამ განსხვავებული. თუ ინდივიდი განსაკუთრებულია და ამდენად პოპულარული, თუნდაც მაშინ, როდესაც ის ძალზე ნეგატიური ქმედების შედეგია, პოპულარობა მაინც პოზიტიურ პატერნად გამოიყურება. დიახ გამოავლენს მანკიერ თვისებას, მაგრამ მალამოდ ედება ინდივიდის ნიველირებულობის სოციალურ კომპლექსს. ის რაც ბევრია გაუფასურებულია, თუნდაც ის ყველაზე ღირებული იყოს. ამის საუკეთესო მაგალითი ჟანგბადია. ადამიანი ყველაზე ნაკლები ხანი სწორედ მის გარეშე სძლებს და ყველაზე დიდი რაოდენობითაც მას მოიხმარს, ჯანმრთელობაზე და ტვინის ფუნქციონირებაზეც ძალზე დიდი გავლენა აქვს; მაგრამ ის ძალიან ბევრია ჯერჯერობით და მას ამიტომაც ძალზე იშვიათად ვინმე აფასებდეს. ბუნების ჯილდო უფასოა, დიდი ქარხნის მიერ სატყუარად წარმოებული სიგარეტი, ერთი ჭიქა მავნე სასმელი ან და ულუფა ქიმიური საკვები კი იმდენი ღირს განვითარებულ ქვეყნებში, რომ ჩინეთში ან ინდოეთში ამ ფასად ერი კვირა იცხოვრებ... და ეს არაა გაზვიადება. ასეთი უთანასწორობა ღრმავდება და ჰორიზონტალურად ვრცელდება მთელს პლანეტაზე. ის რაზეც ფსიქოანალიზი ერთ დროს მშვიდად და დიფერენცირებულად მსჯელობის საშუალებას ინარჩუნებდა, ვგულისხმობ ცივილიზებული (ხაზგასმით) ინდივიდის ფსიქიკას, დღეს იშვიათ ფუფუნებას თუ წარმოადგენს, ნამდვილ გამონაკლისს. ინდივიდი გასრისა მასამ. და ის რაც მისგან დარჩა არის არჩევნის თავისუფლების ილუზია და რობოტიზირებული ფსიქოფიზიოლოგია. ინდივიდუალობა და მე, ძალიან ძნელი მოსაძებნია ინდივიდში. ის რაშიც ეძებ წალეკილია მასკულტურის ისეთი პროდუქტებით, რომელშიც ფსიქოანალიტიკური თვალი არც თუ ისე რთულად ამჩმევს შეფარულ, იუმორსა და არასერიოზულობაში გამოწყობილ ძალაუფლების დისტანციას. ინდოქტრინაციის უაღრესად მძიმე და შეფარულ ფორმებს. ამის დანახვა ადვილია ფეისბუქის სტრუქტურაში, ანიმაციურ და მხატვრულ ფილმებში, გიგანტური ტრანსნაციონალური კორპორაციების რეკლამებეში და სხვა მრავალ სფეროში. ამ ქარიშხალში კი ყველაზე დიდი დარტყმა იქ ხორციელდება სადაც მეტია მგრძნობიარობა. ბავშვები და თინეიჯერები.

თინეიჯერთა წყურვილი გახდნენ პოპულარულები მომდინარეობს უსაფრთხოების და მიმღებლობის კომბინაციიდან.

სოციუმი წარმოადგენს დიდ ოჯახს, რომელშიც თინეიჯერი უცხოა. ის ცდილობს თავი გააცნოს სხვებს და ამით მოიპოვოს რამდენიმე ტიპის ფსიქოლოგიური კომფორტი: უფრო უსაფრთხოა იცხოვრო თანამედროვე საზოგადოებაშო რომელიც გიცნობს (სხვა ისტორიულ პერიოდებში არსებობდა პოპულარობის შიში, რადგან საფრთხის განცდა გაცილებით მაღალი იყო.) ვიდრე დარჩე უცნობად. ძალზე მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა თუ რა ტიპის საფრთხეზეა საუბარი. ფიზიკურ ძალადობაზე ტაბუს დადებამ კულყურა შეიყვანა ადამიანური ბუნებისთვის გაუსაძლის ჩიხში. ამის შედეგად აგრესიული იმპულსი სუბლიმირდა, ანუ განიცადა დისოცირება ადამიანის ქცევებთან და გადაინაცვლა, ან უფრო ზუსტად, ტრანსფორმირდა ცნობიერებაში და გამოიხატა სიმბოლიზაციით. ის გადაიქცა შეფასებით დამოკიდებულებად. დღეს ადიანები იშვიადად ვკლავთ ერთმანეთს, სამაგიეროდ გაცილებით ადვილად ვუკლავთ ერთმანეთს "გულს". და ეს უკანასკნელი არის შეფასების გოთქმა. არც ისე იშვიათად სწორედ ეს შეფასება არ არის გამჟღავნებული სიტყვით, ანუ პირდაპირ, არამედ ის ე.წ ფარული ან პასიური აგრესიის სხვადახხვა კატეგორიაში უფრო გასაგები ხდება. სიძულვილით სავსე მზერა, იგნორირება, ემოციურ უკუკავშირზე უარი (იუმორის შეკავება, ემოციის ბლოკირება, რამდენადაც ემოციის გამოვლენა მიმღებლობის და გაგების დასტურია). კულტურა ისედაც მძიმე კრიზისში იყო, ერთგვარ ჩიხში, და ეს ჩიხი, როგორც კულტურის სიმპტომთა ერთგვარი სისტემა გამოისახა ინტერნეტის ახალ რეალობაში: ფეისბუქში და იუთუბზე. ლაიქების რაოდენობა და ვიუების რაოდენობა პირდაპირი საზომი გახდა. ადამიანებს დაავიწყდათ რომ ამ ციფრების მიღმა ორი ფანტომი დგას: თანამედროვე ცარიელი ინდივიდი და გიგანტური კორპორაცია რომელიც მასობრივი მანიპულირებისთვის არანაირ მორალურ შიდაკორპორაციულ წინააღმდეგობას არ განიცდის. გუგლს თავის ერთ-ერთ კრედოდ აქვს don't be evil ანუ ნუ იქნები ბოროტი. ეს ძალიან გავს ფროიდის მიერ გააზრებულ ათ მცნებას, როდესაც ის წერს რომ ქურდობაზე და მკვლელობაზე მითითებული აკრძალვა (არაიპარო, არაკაცკვლა) სწორედაც ადასტურებს ადამიანის დესტრუქციულ და ანტისუციალურ ბუნებას, სხვა შემთხვევაში რელიგიები არ დაფუძნდებოდნენ ეთიკურ ფილოსოფიებად. სემიოტიკაშიც გვხვდება გააზრება იმის შესაცებ რომ როდესაც ავტორი რაიმეს ხაზგასმით დეკლარირებას ახდენს ( მაგ: მე როგორც ფსიქოლოგი, ან როგორც მამაკაცი, ან როგორც ქართველი, ან როგორც აგნოსტიკოსი) სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ხაზგასმული საკითხი არასრულფასოვნების გრძნობას განასახიერებს და ის ასე ვთქვათ ხაზგასმის წყალობით, საკუთარ თავსაც და აუდიტორიასაც შეახსენებს მის იდენტობას, სტატუსს თუ რაიმე სხვა მსგავსს, ისეთს რაშიც მისი ეგო კარგავს უშუალობას და პროფესიული ცოდნით ან ნაციონალური იდენტობით ხდება დისტანცირებული, უფრო დაცული, შეჯავშნული, უფრო ნეკლებად მოწყვლადი ისეთი მძიმე შეფასებისგან როგორიცაა არარად ჩაგდება. ეს საერთოდ ვინაა? კუმ ფეხი გამოყო... და ა.შ...

და მაინც რა არის შეფასება?

გონიერი, განათლებული, ძლიერი, ლამაზი, მდიდარი... რას ვგებულობთ ასეთი კრიტერიუმებით?

კანადა, იანვარი 2015

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა