გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
პროპაგანდა
თეგები: #რუსეთი

რადიაციული პროპაგანდა

2008 წელს, „ხუთდღიანი ომის“ პერიოდში, ოსი მეგობარი და კოლეგა ჯავიდან რამდენიმე საერთო მეგობარს მოკლე სატელეფონო გზავნილებს გვწერდა, შეშფოთებული გვატყობინებდა, ქართველებმა ეკლესიაში ოსი ბავშვები, ქალები და მოხუცები შეიყვანეს, კარები ჩარაზეს და გადაწვესო. ეს ხმა მხოლოდ ჩვენამდე არ მოსულა. ისტორია დაუჯერებელი, მისი გადამოწმება კი შეუძლებელი იყო და, შესაბამისად, განგაშიც არ აგვიტეხავს.

მოგვიანებით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა ცხინვალის რეგიონი მოიარეს და დაადგინეს, რომ ეს ამბავი დეზინფორმაცია იყო. როდესაც ჩვენს ოს მეგობარს ვკითხე, როგორ შეიტყო ეს ისტორია, მიპასუხა, ცხინვალის მოსახლეობას მოკლე სატელეფონო შეტყობინებების ცირკულარი დაეგზავნაო. ვინ იყო გზავნილის პირველწყარო, არავინ იცოდა.

საბედნიეროდ, ეს შემზარავი ამბავი არასდროს მომხდარა, მაგრამ სამწუხაროა, რომ ის დარჩა ოსი მოსახლეობის კოლექტიურ ცნობიერებაში, როგორც „საინფორმაციო ფაქტი“.

„ხმათა გავრცელების სამსახური“ რუსეთის იმპერიის „ოხრანკის“ ტრადიციული სამუშაო იარაღი იყო და ასეთად რჩება. თანამედროვე საინფორმაციო ტექნ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა