ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

რატომ არის მნიშვნელოვანი ორგანიზმში მინერალების ბალანსის სწორი მართვა

ნიკა წულუკიძე: „თვითიზოლაციის პერიოდში ენერგია და მინერალები ისე გვჭირდება, როგორც არასდროს“

მინერალური წყლის მნიშვნელობას ხაზს უსვამენ ექიმებიც

ადამიანს ყოველდღიური ცხოვრებისთვის სხვადასხვა მინერალის ოპტიმალური რაოდენობა ესაჭიროება. მინერალები სხეულის შემადგენლობის დაახლოებით, 4 პროცენტია და ისინი საკვების, წყლისა და ჰაერის საშუალებით მიიღება. მინერალები ორგანიზმში 4 ძირითად და მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს: ძვლებისა და კბილებს ფორმირება; გულისა და კუნთოვან შეკუმშვათა რიტმის კონტროლი; ნერვული იმპულსების გატარების უზრუნველყოფა; უჯრედული სუნთქვა - უჯრედული ცვლის აქტივობასა და რეგულაციაში მონაწილეობა.

მინერალების კონცენტრირებული და მაღალი შემცველობის გამო, ორგანიზმის საჭირო ნივთიერებებით მომარაგებაში მინერალურ წყალს განსაკუთრებული როლი უკავია. სწორედ ამ ცოცხალი მინერალების უნიკალური საბადოა „ლიკანი“.  სამკურნალო-გამაჯანსაღებელი თვისებების მქონე წყალს იყენებენ როგორც სასმელად, ისე ბალნეოლოგიური პროცედურებისთვის.  მისი განსაკუთრებული მახასიათებელია ჰიდროკარბონატების, მაგნიუმის და კალციუმის თანაფარდობა. ამასთან, „ლიკანს“ ბუნებრივი ნახშირორჟანგი გაზის სიუხვე ახასიათებს, რაც ხელს უწყობს მინერალური წყლის 1500 მეტრის სიღრმიდან თვითდინებით ამოსვლას და სასიამოვნო, რბილ გემოს ანიჭებს. ორგანიზმის მიკროელემენტებით მომარაგებასთან ერთად, ცხელ ამინდში მინერალური წყალი გაგრილების და ტონუსის შენარჩუნების  საუკეთესო საშუალებაა.

„ლიკანის“ მინერალური წყალი განსაკუთრებით, სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. მისი სწორი და დოზირებული მოხმარება ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას და ანთებითი პროცესების შედეგად დაზიანებული ლორწოვანი გარსის რეგენერაციას. ასევე, გამოიყენება სანაღვლე გზების, თირკმელების და სხვა ორგანოების დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის.

ცოცხალი მინერალების მნიშვნელობას ხაზს უსვამენ ექიმებიც. ენდოკრინოლოგი ანა მალაზონია ამბობს, რომ წყალი, რომელიც მიწიდან ამოიფრქვევა და უამრავ სასარგებლო მიკროელემენტს შეიცავს, ორგანიზმს მინერალების აღდგენაში ეხმარება, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში, როდესაც ადამიანი ჭარბად ოფლს გამოყოფს: როდესაც პაციენტები მოდიან ჩვენთან, ბევრს მინერალების დეფიციტიქვს, იმიტომ რომ კვებით ვერ ვიღებთ საჭირო რაოდენობით, მითუმეტეს დღეს, როცა საკვები ხშირად არც ისე ჯანსაღია. შესაბამისად, მინერალური წყლის როლი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია. თუმცა, მნიშვნელოვანია მისი ადეკვატური დოზით მიღება, რადგან ყველა მინერალს თავისი დატვირთვა აქვს. დღეში 300 მლ არის სასარგებლო და აბსოლუტურად დასაშვები ნორმა. მინერალური წყლები შეიცავს ცოტა ჭარბი რაოდენობით ნატრიუმის კარბონატს, ამიტომ გარკვეული დაავადებების (მაგ, გულსისხლძარღვთა და თირკმელების დაავდების) დროს მისი მიღება იზღუდება და მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობით არის შესაძლებელი. შაქრიანი დიაბეტის დროს, პირიქით, შეგვიძლია უფრო აქტიურად დავნიშნოთ, რადგან აქ მინერალების დეფიციტთან გვაქვს საქმე. ინდივიდუალურია მიდგომა. კარგად უნდა ვიცოდეთ, რა გვაწუხებს, რა პრობლემა გვაქვს და შესაბამისი რაოდენობით და სიხშირით მოვიხმაროთ მინერალური წყალი“.

ექიმის თქმით, მინერალური წყლები, კონკრეტულად კი, „ლიკანი“ განსაკუთრებით სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სამკურნალოდ.

“მინერალური წყლის დალევა რეკომენდებულია  დაახლოებით 1 საათით ადრე ჭამამდე. ასეთ დროს ის ნაღველმდენი საშუალებაა და ააქტიურებს ამ პროცესს. არაჩვეულებრივია ეს წყლები მაღალი მჟავიანობის დროსაც, თუმცა აქაც,დღის მანძილზე მცირე ულუფებით უნდა მივიღოთ და არ დავლიოთ უშუალოდ ჭამის წინ. ასევე, ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ ხოლმე პაციენტებს, წყალი გაზგასული მიიღონ, რომ შებერილობა და კუჭის გარსის გაღიზიანება არ გამოიწვიოს. ზოგადად წყალი, თავის მინერალებთან ერთად, არის მთავარი კომპონენტი, რითიც ადამიანის ორგანიზმი ფუნქციონირებს და ნებისმიერ პროცესში მონაწილეობს. სითხე რაც უფრო ადეკვატურად მიეწოდება ორგანიზმს, მით უფრო ჩქარია ნივთიერებათა ცვლა და მით უფრო სწრაფად გამოდის ორგანიზმიდან შლაკები და მავნე ნივთიერებები“, -  ამბობს ენდოკრინოლოგი.

მინერალური წყლის სწორ გამოყენებაზე საუბრობს ნუტრიციოლოგი, პროფესორი რუსუდან კვანჭახაძეც. ის საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორია. ამ ეტაზე კი, პანდემიის გამო აქტიურად თანამშრომლობს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან:  „დღევანდელ დღეს, COVID-19-ის გამო იზოლაციის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია ხანშიშესული და ოსტეოპოროზით დაავადებულ ადამიანთა მინერალების ბალანსის სწორი მენეჯმენტი. ამ თვალსაზრისით, ყურადღება უნდა მივაქციოთ ლიკანში შემავალ მაგნიუმის და კალციუმის თანაფარდობას, ვინაიდან მნიშვნელობა აქვს  პროდუქტში არა მხოლოდ ამ ორი მინერალის რაოდენობას, არამედ მათ სწორ თანაფარდობას. ლიკანი ასევე შეიცავს ნატრიუმს და კალიუმს. ნატრიუმი არის დაახლოებით 1000 - 1200 მგ/ ლიტრში. ამიტომ, მისი მიღებისას უნდა დავიცვათ დღიური ნორმა, განსაკუთრებით წნევის პრობლემების მქონე ადამიანებმა , ვინაიდან ნატრიუმი არეგულირებს ჩვენს ორგანიზმში არტერიულ წნევას“.

რუსუდან კვანჭახაძის თქმით, ზოგადად, სამკურნალო მინერალური წყლები გამდიდრებულია სხვა და სხვა მინერალებით: ნატრიუმით, კალციუმით, კალიუმით, მაგნიუმით, იოდით, ბორით, კრემნიუმით, ბრომით და აშ.ეს ყველა ჩამოთვლილი მიკრო და მაკრო ელემენტები ის აუცილებელი, ანუ ესენციური მინერალებია, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრებისათვის გვჭირდება.

როგორც ექიმები განმარტავენ, მინერალების მიღება დღე-ღამეში დამოკიდებულია ასაკზე, ფიზიოლოგიურ  მდგომარეობაზე (ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი), ფიზიკურ აქტივობაზე, საქმიანობაზე და აშ. „ინტენსიური ფიზიკური აქტივობის დროს, ხდება დიდი რაოდენობის ოფლის საშუალებით ქლორიდების გამოდევნა, ამიტომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია რეკომენდაცია გავუწიოთ მინერალური წყლის უფრო მეტ გამოყენებას. კონკრეტულად ლიკანში ეს ქლორიდები არის ოპტიმალური რაოდენობით და კარგი საშუალებაა დანაკარგის აღსადგენად,“ - გვირჩევს პროფესორი რუსუდან კვანჭახაძე.

ცნობილია, რომ ცოცხალი მინერალები ადამიანს სიცოცხლის ძალას ჰმატებს და აჯანსაღებს ორგანიზმს. სწორედ ამიტომ, დაწესებული შეზღუდვებისა და სახლში იზოლაციის პირობებში მინერალურ წყალ „ლიკანს“ აქტიურად იყენებენ მომხმარებლებიც.

წულუკიძე

მსახიობი და ტელეწამყვანი ნიკა წულუკიძე აღნიშნავს, რომ მინერალურ წყალს ყოველდღიურად მოიხმარს: „ისედაც სულ მაქვს მინერალური წყალი და თვითიზოლაციის პერიოდშიც მოვიმარაგე, რადგან  ახლა ენერგია და მინერალები ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. მინერალური წყლის დოზირებულად მიღება მნიშვნელოვანი და აუცილებელია ორგანიზმისთვის. ქართული მინერალური წყალი განთქმულია მსოფლიოში და შესაბამისად მეც მისი მომხმარებელი ვარ. ცხელი დღეების პერიოდში კი კარგი გამაგრილებელი საშუალებაა“.

gafrindashvili

ირაკლი გაფრინდაშვილი, durgali.ge-ის დამფუძნებელი: ჩემი ცოლი გრაფიკული დიზაინერია და რაც ის ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრა, ყველაფერი იწყება შეფუთვით. „ლიკანი“ კი, ამ მხრივ ყველასგან გამოირჩევა. მე და „ლიკანს“ დიდი ხნის სიყვარული გვაკავშირებს. მინიმუმ 10 წლიანი, წინა ცხოვრებაში უფრო ხშირად ვსვამდი და იმისთვის, რომ გადავრჩენილიყავი,   ღამის ჩემი მეგზური სულ იყო 2 დიდი ბოთლი, ახლა, რაც სახლში გამოგვკეტეს, ვცდილობთ ჯანსაღად ვიკვებოთ და არ მოგვაკლდეს მინერალები. ცოტა ბრენდი მეგულება ქართული, რომელიც ისე მეამაყება, როგორც „ლიკანი“.

ტექსტის ავტორი: მაია დოლიძე

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა