გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

"რიჩარდ III"-ეკრანიზებული სპეკტაკლი "ამირანში"

პროექტ Event Cinema-ს ფარგლებში კინოთეატრი ამირანი 17 ოქტომბერს  “რიჩარდ III”-ის  ერთჯერად კინოჩვენებას წარმოგიდგენთ. კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის დახმარებით  მაყურებელს საშუალება ექნება უილიამ შექსპირის სპეკტაკლი დიდ ეკრანზე, ფილმის სახით ნახოს.

“რიჩარდ III”-ის ახალი დადგმა დიდ ბრიტანეთში წლის ერთ -ერთ ყველაზე შთამბეჭდავ თეატრალურ მოვლენად იქცა. Almeida Theatre - ის სპექტაკლის პრემიერა მიმდინარე წლის ივნისში გაიმართა, რომლის რეჟისორიც ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, არაერთი ცნობილი სპეკტაკლის ავტორი, რუპერტ გულდია.

გულდის უახლეს ნამუშევარში მთავარ როლებს ბრიტანული კინოს ვარსვლავები ვანესა რედგრეივი და რეიფ ფაინსი ასრულებენ. ფაინსი რიჩარდ III-ს თამაშობს, 79 წლის ვანესა რედგრეივი კი დედოფალ მარგარიტას. ვეტერანი მსახიობისთვის ეს დებიუტია ალმეიდას თეატრში და როგორც ამბობენ, მისი უკანასკნელი როლი სცენაზე. რედგრეივის სამსახიობო ოსტატობა სპეკტაკლის შემდეგ კიდევ ერთხელ აღიარეს კრიტიკოსებმა. საქებარი სიტყვები არც რეიფ ფეინსისთვის დაიშურეს. როგორც გაზეთი „ გარდიანი“ წერს, ფაინსის რიჩარდი მოულოდნელობებით არის აღსავსე და მუდმივად გაეჭვებს შენსავე წარმოდგენებში:

„როდესაც მას დაქირავებული მკვლელი სჭირდება, ფაინსი აუდიტორიისკენ იყურება - გიჩნდება შეგრძნება, რომ მკვლელი შენს გვედით ზის. ეს ძალიან ოსტატური შესრულებაა, რომელიც სავსეა მომაკვდინებელი შეხებებით.“

სპექტაკლს განსაკუთრებით  დიდი გამოხმაურება მისი ფილმად გადაღების შემდეგ მოჰყვა, რადგან ასე „რიჩარდ  III“  მთელს მსოფლიოში უამრავმა ადამიანმა ნახა. ლაივ ჩანაწერი ჯონ ვაივერის პროდიუსერობით გაკეთდა და მას რამდენიმე ოპერეატორი იღებდა.

„რიჩარდIII“  ამირანის მეორე დარბაზში 17 ოქტომბერს, 20:00 საათზე  დაიწყება.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა