ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

როგორ დაიწყო მოქმედება "სალამმა"? - ინტერვიუ "სალამის" ერთ-ერთ დამფუძნებელ ქამრან მამედლისთან

"სალამის" შექმნის პირველივე დღეებს დამეთხვა ზუსტად პანდემიის გავრცელება. ჩვენ რეგულარული შეხვედრები გვქონდა "სალამის" წევრებს შორის თვეში ერთხელ, რომლის შემდეგ გამართვა შეუძლებელი გახდა, მათ შორის, ამ პანდემიის გამო. ეს გამოწვევა რაც არსებობდა, პანდემია, ჩვენ ამასთანავე ამაში დავინახეთ გარკვეული გარიყულობა მოსახლეობის. არა მხოლოდ ჩვენი თავის და ჩვენი წევრების, არამედ ფართო გაგებით ეთნიკური უმცირესობების. დავინახეთ, რომ მაგალითად, ინფორმაცია, რა ინფორმაციაც უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, არ იყო ხელმისაწვდომი ეთნიკურ უმცირესობებში.

წამოვიწყეთ საინფორმაციო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა, რომ კარგად ჩვენც გაგვეგო და ჩვენი თემის წევრებისთვისაც კარგად აგვეხსნა მათთვის გასაგებ ენაზე, თუ რა იყო ეს ვირუსი,  რა საფრთხეები შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ვირუსს და როგორ შეიძლება თავის დაცვა ამ ვირუსისგან. დავინახეთ, რომ სახელმწიფო აცხადებდა მხარდაჭერას მოქალაქეებისთვის. ამბობდა, რომ ის ყველა სამსახურდაკარგულ და შემოსავალდაკარგულ ადამიანს დაეხმარებოდა. ისინი ვერ მიიღებდნენ დახმარებას თუ იყვნენ თვითდასაქმებულები და თუ ვერ შეავსებდნენ ამ აპლიკაციას. გადავწყვიტეთ, რომ ამ პროცესში ჩავრთულიყავით და კომპიუტერებით, პრინტერებით, შეკაზმულები წავედით სოფლებში. ჩავედით ოცდარვა სოფელში და დავეხმარეთ დაახლოებით სამასამდე ადამიანს.

მოსახლეობაში იყო ესეთი განწყობა, რომ ეს თანხა ჩვენ შეუძლებელია რომ მივიღოთ. კარგად მახსოვს, ერთი ასაკოვანი მამაკაცი იყო, რომელიც შორიდან გვიყურებდა და გვეუბნებოდა, აზრი არ აქვსო რა. და არა მხოლოდ ჩვენ გვეუბნება, თავის თანასოფლელებს ეუბნება, აი, ეს ახალგაზრდები რაღაცებს იტყუებიან, ისეთ რაღაცას აკეთებენ, რაც მის ხედვაში არ ჯდება. რაღაცნაირად დავარწმუნეთ ეს ადამიანი. ვუთხარით, რომ დაგარეგისტრირებთ. დაიჯერა ჩვენი, დავარეგისტრირეთ ეს ადამიანი და ერთ თვის მერე ან ორი თვის მერე, როცა უკვე გამოცხადდა, თან მერე საბოლოოდ პრემიერმაც თქვა, რომ ყველა, ვინც აპლიკაცია შეიტანა, ყველას განცხადება დადასტურდებაო. ვურეკავთ ამ ადამიანს და ვეკითხებით, მონიტორინგის ჩატარების მიზნითაც გვინდოდა ეს და ვურეკავთ და ვეუბნებით, რომ მიიღეთ თქვენ ეს მხარდაჭერა, კიო და არ მეგონაო, რომ ვიღაც ახალგაზრდა ამაში დამეხმარებოდაო და სახელმწიფო მე, ეთნიკურად აზერბაიჯანელს მომცემდა ფულსო და ძალიან ემოციური მომენტი იყო. თუმცა, გამოწვევებიც გვქონდა ამ პერიოდში. მეორე დღეს უკვე მეზობელ სოფელში რომ გადადიხარ, პრობლემებს გიქმნიან. ეს ძაან სიმპტომური იყო.

შევდივართ ერთ-ერთ სივრცეში, გვჭირდება ელექტროენერგია მინიმუმ პრინტერის შესაერთებლად და ძალიან დიდი სიხარულია. ხო ახსოვს იმ ადამიანს, რომ მეზობელ სოფელში ესეთი რაღაც გაკეთდა და გვეუბნებიან, რომ არაა პრობლემა, არც თქვენი ქირა გვინდა ერთ დღეში, არაფერი არ გვინდა. ჩვენ ავაწყვეთ ყველაფერი, გავშალეთ კომპიუტერები, ჩავრთეთ პრინტერი და ნახევარ საათში პირველი მოქალაქე რომ მოდიოდა, ნახევარ საათში ეს მეპატრონე მოდის და გვეუბნება, რომ უნდა გახვიდეთ ამ სივრციდან. არანაირი ახსნა. არ გვეუბნება რატომ, რის გამო, რა მიზეზით. არა, უნდა გახვიდეთო. ხომ არ შეეწინააღმდეგები, ამ ადამიანის სივრცეა და აქედან გადავედით სხვა სივრცეში. იმ მეორე სივრცეშიც იგივე რაღაც. კარგად მიგვიღეს, 10-15 წუთში გვეუბნებიან უნდა გახვიდეთ. მესამე სივრცეში უკვე მივხვდით, რომ რაღაცაში იყო საქმე. არ ვიცი რის გამოცა, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობიდან ხელს გვიშლიდნენ. ჩვენ ამის პარალელურად ვამბობდით, რომ თვითმმართველობები არიან პასუხსიმგებელი ამაზე, ამ ხალხის რეგისტრაციაზე.

მათ შორის, მარნეულის თვითმმართველობის ერთ-ერთი საჯარო მოხელის ფეისბუქ განცხადება იყო და წერდა, რომ თუ გინდათ ეს სამასლარიანი მხარდაჭერა აიღოთ, იპოვეთ ეთნიკურად ქართველი ან ქართული ენის მცდონე, რომ დაგარეგისტრიროთ. ეს იყო ძალიან დიდი აბსურდი ჩვენ წარმოდგენაში, რომ როგორ შეიძლება სახელმწიფომ ხელი დაიბანოს ამაზე და თქვას, რომ შენი მეზობელი ქართული ენის მცოდნე იპოვე და არის ისეთი სოფლები ვიცით, რომ მთელ სოფელში არ არის ქართული ენის მცოდნე ადამიანი. და როცა ჩვენ ეს კარგად, სწორად დავგეგმეთ და რაღაცა ეფექტიანი შედეგი დავდეთ, პირველ დღეს უკვე ორმოცდაათამდე ადამიანი გვყავდა უკვე დარეგისტრირებული ორ ჯგუფში. ჩვენგან იგრძნეს საფრთხე, რომ ჩვენ თუ ვაკეთებ ამას, შეიძლება ვიღაცამ მათაც მოსთხოვოს ამის გაკეთება ან იფიქრეს, რომ ეს ახალგაზრდები რაღაცა დამოუკიდებლად რაღაცებს აკეთებენ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა არის ის, რომ რაც შექმნა "სალამმა" იყო მართლა უნიკალური სივრცე.

უნიკალური სივრცე იმ გაგებით, რომ ჩვენ დავიწყეთ დამოუკიდებლად პრობლემების გაშიშვლება. ის პრობლემები, რაც არსებობდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ის გარიყული ყოფა, რაც გვქონდა ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ამაზე ღიად არავინ არ საუბრობდა თუ არ იყო ვიღაცის დაშვება ამაზე. ვიღაცის მიერ ნების დართვა, რომ ამაზე ლაპარაკი შეგეძლო. ამან შეაშინა პოლიტიკური ელიტები, ეკონომიკური ელიტები, რეგიონული კლანები ეთნიკური უმცირესობების რეგიონებში და ვიღაცებმა დაიწყეს "სალამის" საჯაროდ უბრალოდ გაკრიტიკება. ერთ-ერთი მთავარი კამპანია არის ის, რომ სოფლებში რა გამოწვევებიც არსებობს, ეს გამოვიტანოთ დღის წესრიგში. გვინდა, რომ ამ პრობლემების შესახებ, ამ გამოწვევების შესახებ, ამ ყოფის შესახებ ვისაუბროთ და ეს საკითხები დავაყენოთ ქართული დღის წესრიგში და ვთქვათ, რომ აი, ეს ხალხი იმიტომ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ დაჩაგრულები, რომ აი, ამ ყოფაში ვცხოვრობთ ეთნიკური აზერბაიჯანელების უმრაველსობა.

მათ ენა არ იციან და ვერ გეუბნებიან რა სჭირთ, რა ჭირდებათ ამას ვერ გეუბნებიან და შენც არ უშვებ იმას, რომ დაწერონ განცხადება თავიანთ ენაზე. არ გაქვს რესურსი, რომ ქართული ენა ასწავლო. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. მეორე კამპანია, ერთ-ერთი მთავარი საყრდენი "სალამის" კამპანიების არის - გვარი დამიბრუნე. მართლა ჩვენთვის წარმოუდგენელია, თუ ჩვენი სახელმწიფო ამხელა რესურსებს ხარჯავს დეოკუპაციაზე, თუ ჩვენ გვინდა და ვამბობთ, რომ რუსეთი ოკუპანტია და ამის პარალელურად სალამის მესიჯიც არის, რომ საქართველო ოკუპირებულია და საქართველოს ოცი პროცენტიც არის ოკუპირებული და ჩვენი გვარის ოცი პროცენტიც არის ოკუპირებული. დეოკუპაციაზე როცა ვლაპარაკობთ, მოდით ამით მაინც დავიწყოთ.

ძალიან მარტივია, ერთი დადგენილება ჭირდება, რომ თუ ოვი-ევი გირევია გვარში, შეგიძლია ეს ნაწილი მოიშორო შენი გვარიდან. ამის გაკეთებას წინ არაფერი არ უდგას ხო. მესამე კამპანია, რასაც ვაწარმოებთ ესაა ნოვრუზის კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ეს ეთნიკური საზღვრები, კულტურული საზღვრები გავარღვიოთ რაღაცნაირად. ჩვენ ხო ვლაპარაკობთ ინტეგრაციაზე, დეკლარირებული სახელმწიფოს პოზიცია ხომ ინტეგრაციაა, მრავალფეროვნებაა. ეს მრავალფეროვნება რატომ არ შეიძლება აღვნიშნოთ.

ის, საერო დღესასწაული, რომელიც არის ნოვრუზი გახდეს მთელ საქართველოში უქმე დღე და ყველამ ერთად აღვნიშნოთ, ყველამ ერთად ვიზეიმოთ ეს დღე და ვთქვათ, რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ნოვრუზს აღვნიშნავთ ერთად. მე მგონი ინტეგრაცია  სწორედ ასეთი პროცესებით იწყება. ერთმანეთის ზეიმის გაზიარებით იწყება, ამ ეთნიკური ხაზების მოშორებით იწყება და არა სეგრერირებით, რაც მაგალითად წინა ხელისუფლების დროს იყო, რომ მარტო ეთნიკურად აზერბაიჯანელი სკოლის მოსწავლეებისთვის 21 მარტი იყო უქმე დღე. ყველა მოქალაქე ცვლის თავის ყოფას და ზეგავლენას ახდენს იმ ძალაუფლების წერტილებზე თუ იმ ძალაუფლების სათავეში მყოფ ადამიანებზე, რომლებიც უკვე იძულებულები ხდებაინ, რომ შეცვალონ ეს რეალობა და პრიორიტეტები ისე განსაზღვრონ, როგორც მოსახლეობას უნდა და არა ისე, რომ რაღაცა იმიტაცია და წარმოსახვითობა შექმნან საკითხების, რომლებიც რეალურად დღის წესრიგში შემოდის, მაგრამ არ აწუხებს მოსახლეობას.

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა