
როგორ შენდება ბინა | გაბრიელ ჩუბინიძე
08.07.2021 | 15 წუთიანი საკითხავი1973 წელს, ტელეეკრანებზე ახალი ქართული ფილმი - მზე შემოდგომისა გამოვიდა. ფილმის მთავარი გმირი, მოისურვებს, დღევანდელი გამრეკელი-მიცკევიჩის კვეთაზე არსებული (ე.წ. „კულინარიის“ კორპუსი, სწორედ იმ კულინარიის, რომელიც მომავალში, 90-იან წლებში, კრიმინალურ ისტორიებთან იქნება დაკავშირებული), კეთილმოწყობილ ბინის გაცვლას, ძველი, თბილისური ეზოს ტიპის ბინაზე, ორთაჭალის კოლორიტულ უბანში. ფილმში ბინების გაცვლის სცენაა ასახული - ძველი ბინის პატრონს, აშკარად გამოხატული „პროვინ