გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
90იანი წლების ანდერგრაუნდი

საკუთარი ფილარმონია, ეროვნული გალერეა და მწერალთა კავშირი

80-იანების შუა წლები იყო, ირაკლი ფარჯიანმა, პირველად, ჯარჯი ბალანჩივაძესთან რომ ამიყვანა სახლში. ჯარჯი კომპოზიტორი იყო, რაღაც უცნაური აურის და ენერგიის ადამიანი. მგონი, ვისაც კი რამის კეთება უნდოდა ცხოვრებაში, ყველა მის ირგვლივ ტრიალებდა. რაღაც, არასტანდარტულ სპექტაკლებს დგამდნენ, სახლებში, აბა, სხვაგან სად დადგამდი, თეატრს ვინ დაგითმობდა. არა იმიტომ, რომ არავინ იყავი, იმიტომ, რომ ასეთ, არაფორმალურ რამეს აკეთებდი.

ერთი სპექტაკლი მახსოვს, ნუცუბიძეზე, ერთი მხატვარი გოგონას სახლში დაიდგა, მგონი ნიღბების მხატვარი იყო ირაკლი ფარჯიანი, სცენის მხატვარი გია ბუღაძე. ბევრი ხალხი იყო ჩართული, ისეთი, არავითარი კავშირი რომ არ ჰქონდათ თეატრთან. ეს იყო პირველი, რაც მახსოვს, სახლში. მოკლედ, შენ თუ არ ქმნიდი ოფიციალურ ხელოვნებას, იყავი არავინ და თუ გჭირდებოდა სივრცე – მიდიოდი სახლში. გამოფენა შედარებით მარტივი გასაკეთებელია სახლში, მაგრამ სპექტაკლი? წარმოიდგინეთ, 1983, 1984 წლებია.

parjiani

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა