გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

უნიღბოდ | სანდრო პაპა, ელბაქიაანთკარი

სანდრო პაპა
ქარელი, სოფელი ელბაქიაანთკარი
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1991-1992 წლები.

შემოდიოდნენ, ვისაც საქონელი ყავდათ, ართმევდნენ. ავტომატებით და იმით იყვნენ. ეგ იმ წლებში 1991, 1992, პირდაპირ მოდიოდნენ. ერთი ჩვენი გვარისაც იყო. აგარაში ცხოვრობდა. ერთი აეგრე, სცემეს და ღამით მოკლეს. 

თუ რამეს იტყოდი, გაგაგორებდნენ. ერთი ნაღდი ქართველი იყო, შევარდნენ და რას აკეთებთ, მეო ქართველი ვარო. მე ქართველი არ ვიცი, თუ რამე გაქვს წამაიღეო. 

180 კომლი ვიყავით ელბაქიძეები. ახლა 30 დარჩა, მეტი მოხუცები. ხალხს ეუბნებოდნენ, ოსები ხართ და წადითო. მე კაციშვილმა არაფერი არ მითხრა, მე არ წავედი. ჩემი გოგოები ბესლანში ცხოვრობენ და ბიჭი სოჩაში. 

საქონელი არა მყოლია, ერთი ძროხა მყავდა და ვერა ნახეს. 

ვინც წავიდა, არავინ არ დაბრუნდა. 

ჩემი ძმა აგერ, იქა ცხოვრობდა და ღამე მოვიდნენ აგარელები, აქაურის შვილიშვილი იყო ერთი. წაართმეინა საქონელი. თორმეტი სული გარეკეს. ეგ რო იცოდნენ ვინცა იყო, ჩავიდა ჩემი ძმა მილიციაში, დააბრუნეს საქონელი და ციხეში ჩასვეს ის ბიჭი. უფრო მეტი არაფორმალები იყვნენ, ბანდიტები. უნიღბოდ. მხედრიონს არავინ ეძახდა მაშინ. ჩივილით მაგათ რას უჩივლებდი. არაფერი არ გაკეთდებოდა მაინც.

აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ

___________________________________________________
ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ზეპირ ისტორიებზე მუშაობდნენ: თომა სუხაშვილი და საბა წიწიკაშვილი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა