გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ბავშვი გიტარით
თეგები: #ბავშვები

საუბრები ბავშვებთან - დათა 16 წლის

მგონი, მუსიკოსად ვყალიბდები, ელექტრონულ გიტარაზე ვუკრავ. ამ დროს ისეთ თავისუფლებას განვიცდი. სახლში ცოტა შეზღუდული კი ვარ, ხმა აწუხებთ და მთხოვენ, ჩაუწიეო, ამიტომ უფრო სარეპეტიციოში ვიკრიბებით და ერთად ვუკრავთ ბენდი. როკის ყველა სტილს ვარ მოდებული.

მე სკოლაში, სამწუხაროდ, მაბულინგებდნენ, ადრე. რო გაბულინგებენ, ისეთი ძლიერი ვეღარ ხარ მერე, ფსიქოლოგიურად განგრევს. მუსიკოსების მიმართ, აი, როკერებზე და მეტალისტებზე ხო ისეთი დამოკიდებულება აქვთ, უცნაური. გარეგნობით და სტილით რო საზღვრავენ. მეც ყველაზე მეტად ვნანობ იმ დროზე, ცუდ სამეგობრო წრეში რო გავატარე.

ხო, ეს სტრესი აზროვნებას გიცვლის. შეიძლება, უცბად დაუმეგობრდე იმას, ვისთანაც არასდროს იმეგობრებდი, ან გააკეთო ის, რასაც შენი ნებით არ გააკეთებდი. ახლა ვცდილობ, ჩემი ნება-სურვილები უფრო ვაკონტროლო. აი, მაგალითად, იმიტომ დავიწყე მოწევა, რო მეგობრებს ავყევი.

ჩემს თაობაში ბაბულიკობა და ქუჩაში დგომა ცოტა გადავარდა, ახლა ინსტაგრამერი ტიპები წამოვიდნენ. ან, უბრალოდ, ჩემს სამეგობრო წრეში არ არიან

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა