ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

საყიდლებზე სიარული შემეცნებითად

„რომელი კუთხიდან არის?“ „თქვენ მოიყვანეთ?“ „უსასუქოა?“ „შეუწამლავი?“ – ხილ-ბოსტნეულის გამყიდველები ერთი შეთვალიერებით ცნობენ, თავიანთი შეფასებით, კაპრიზ მყიდველებს, რომლებსაც მხოლოდ ის კი არ უნდათ, რომ ქორფა, ახლად მოყვანილი პროდუქტი შეარჩიონ კარგ ფასად, არამედ ადგილწარმოშობასაც არკვევენ, სასუქის ოდენობასაც და დათესვის პერიოდსაც.

თუმცა, ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, ეს მოთხოვნები ლეგიტიმურია, გვქონდეს. მეტიც, შეძენილი საკვების შესახებ სხვა ნიუანსებიც უნდა გვაინტერესებდეს. მაგალითად: შენარჩუნებულია თუ არა მოცემულ ხილში ვიტამინების ოდენობა? ანდა რომელი ორგანოს უკეთ მუშაობას უწყობს ხელს ესა თუ ის ბოსტნეული?

თუ ეს ყველაფერი ისედაც გაინტერესებთ, მაშინ საყიდლებზე უნდა იაროთ იქ, სადაც თქვენს ცნობისმოყვარეობას კაპრიზად არ შეაფასებენ. თბილისში „აგროჰაბის“ სახით გაჩნდა ადგილი, სადაც ზედმეტი კითხვებისთვის არავინ დაგძრახავთ. მეტიც, თითოეული ხილისა და ბოსტნეულის კალათასთან იქ პატარა ანოტაციას ანდა სტიკერს დაგახვედრებენ და თვითონვე, კითხვის დასმის გარეშე, შეგაგებებენ პასუხს, რომ:

A ვიტამინით – ხედAვ შორს;

C ვიტამინი – იCავს შენს იმუნიტეტს;

K ვიტამინით – უკეთ ცირKულირებს სისხლი;

D ვიტამინის წყალობით კი გიმაგრDება ძვლები და ასე შემდეგ, მოკლედ და გასაგებად დახარისხებული ინფორმაცია ბუნებაში არსებული ცამეტივე ვიტამინის შესახებ.

ხილ-ბოსტნეულის დახლებზე განთავსებულ პროდუქციას „აგროჰაბში“ ვიტამინების სტიკერები აკრავს, შესაბამისად, რასაც აირჩევ შინ წასაღებად: ვაშლს, კომშს, კომბოსტოს თუ თევზს, ზუსტად გეცოდინება, მასთან ერთად რომელ ვიტამინს ყიდულობ და, თავის მხრივ, რისთვის ყიდულობ მას – უკეთესი მხედველობისთვის, სისხლის უკეთ მიმოქცევისთვის თუ იმუნიტეტის გასაზრდელად.

მთელი ეს ვიზუალური მასალა „აგროჰაბისთვის“ სარეკლამო კომპანია Bird-მა მოამზადა. „აგროჰაბში" ამბობენ, რომ ეს პირდაპირი მნიშვნელობით საგანმანათლებლო წამოწყება მიზნად მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებას ისახავს – როცა ის ნახავს, რომ ესა თუ ის ნატურალური პროდუქტი ჯანმრთელობისთვის კარგია, მაშინვე, გადაწყვეტილების მიღების პროცესშივე, მოინდომებს, ვთქვათ, დაფასოებული ჩიფსისა და ტკბილეულის ნაცვლად, ქორფა ხილი და ბოსტნეული წაიღოს შინ. „აგროჰაბში“ ფიქრობენ, რომ ამ ორიგინალური კამპანიით კიდევ უფრო გამყარდება მათი, როგორც ნატურალური, სოფლის პროდუქტებით მოვაჭრე მარკეტის იმიჯი.

რაც მთავარია, გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს კამპანია „კირკიტა მომხმარებლებზე“ მეტად მათ გამოადგებათ, ვინც მსგავსი დეტალებით აქამდე არც კი ინტერესდებოდა და პროდუქტის სარგებლიანობას ნაკლებ ყურადღებას აქცევდა. გარდა ამისა, ხილ-ბოსტნეულზე დატანილი საგანმანათლებლო და სახალისო სტიკერები ჯანსაღი, ნატურალური პროდუქტის შესახებ ინფორმაციას სკოლის ასაკის ბავშვებშიც გაავრცელებს. მშობლებს ასეთი მხიარული კამპანიით კიდევ უფრო გაგვიიოლდება, ბავშვები ბუნებასთან დავაბრუნოთ; დავანახოთ მათ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ცოდნას საკვების წარმომავლობის შესახებ ჩვენივე ჯანმრთელობისთვის.

სწორედ ამ შემეცნებითი მისიით, რამდენიმე კვირის წინ თბილისში ვანოც გამოჩნდა – „აგროჰაბის“ ვიტამინების კამპანიის მთავარი გმირი – უფერული, უვიტამინობის გამო თავბრუსხვევებით შეწუხებული გამოგონილი პერსონაჟი, რომელიც ბევრი ჩვენგანის სიმბოლოდაც კი გამოდგება. ვანოს გამოჩენას კი მყისიერად მოჰყვა „აგროჰაბის“ დახლებზე მწვანე, ლამაზი სტიკერების გავრცელება იმის დასტურად, რომ ყველა კარგად ვიქნებით, თუ დავუკვირდებით, რა პროდუქტს მივირთმევთ, და თუ გავიხსენებთ იმასაც, რომელი ვიტამინი შედის თითოეულ მათგანში. ამისთვის კი, საგანმანათლებლო ვებგვერდებსა და სამედიცინო ენციკლოპედიებში ჩხრეკა უკვე აღარ დაგვჭირდება. „აგროჰაბის“ გუნდმა კვლევა ჩვენ ნაცვლად უკვე ჩაატარა და არა უშავს, თუ თითოეული ვიტამინის შესახებ ინფორმაცია ზეპირად არ გვეხსომება, ყოველ მისვლაზე, „აგროჰაბი“ ცამეტივე ვიტამინის დანიშნულებას და წარმომავლობას თავად შეგვახსენებს.

 

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა