ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #SOLO

SOLO წარმოგიდგენთ საშობაო კონცერტს

25 დეკემბერს - მაშინ, როცა სადღესასწაულო სეზონი ოფიციალურად იწყება და ახალი წლის მოლოდინიც კულმინაციას აღწევს, გიწვევთ SOLO-ს საშობაო კონცერტზე წინანდალში, რომელსაც Radisson Collection-ი უმასპინძლებს. 

მუსიკალურ ნომრებს ყველასთვის ცნობილი ახალგაზრდა ქართველი არტისტები წარმოგიდგენენ, რომლებიც თქვენთვის საყვარელ და კარგად ნაცნობ ჰიტებს შეასრულებენ, კონცერტს კი მაკო მჭედლიშვილი გაუძღვება.

Line up:

კონცერტი ჩატარდება Radisson Collection-ის ამფითეატრში.

25 დეკემბერი
20:00 სთ − წინანდლის მამულის ამფითეატრი
გიორგი გიგაშვილი, SALIO, Janngo და ნინი ნუცუბიძე, Zagareli & Orchestra.
23:00 სთ, After Party − ღია სივრცე, Radisson Collection-ის მოედანი / Courtyard 
Janngo & Band 
 
26 დეკემბერი 
12:00 სთ − წინანდლის მამულის ამფითეატრი 
 
დღის ღონისძიება 
 
შეძლებთ დააგემოვნოთ Radisson Collection-ის ცნობილი შეფის მიერ სპეციალურად თქვენთვის უნიკალური რეცეპტით შექმნილი კერძები, საშობაო კოქტეილები და სასიამოვნო მუსიკის ფონზე გაატაროთ დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად

დეტალური პროგრამის სანახავად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ tkt.ge-ს.  

გაითვალისწინეთ, ორადგილიან სტანდარტულ ნომერში შედის კონცერტზე დასასწრები ორი ბილეთი.

საშობაო კონცერტზე დასწრებას შეძლებთ, თუ ხართ სრულად  ვაქცინირებული, ბოლო 6 თვის განმავლობაში გადაიტანეთ COVID 19 ან მინიმუმ 48 საათით ადრე გაქვთ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.

CovidPass-ის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია ვებსაიტზე https://covidpass.moh.gov.ge და დასქრინეთ თქვენი QR კოდი.

კონცერტი ჩატარდება რეგულაციების სრული დაცვით