გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
სტაჟირება ინდიგოში
თეგები: #სტაჟირება

სამთვიანი სტაჟირება ინდიგოში - შემოდგომა, 2022

ინდიგოში სტაჟირებაზე განაცხადების მიღება დაიწყო

ინდიგო სამთვიან სტაჟირებაზე იწვევს სტუდენტებსა და ახალბედა ავტორებს სხვადასხვა მიმართულებისა და ფორმატის მასალებზე სამუშაოდ: ფოტოგრაფია, ტექსტი, მულტიმედია, ვიდეო. 

სტაჟირების დროს მომზადებული საუკეთესო მასალები ინდიგოს ვებსაიტზე გამოქვეყნდება. 

პროგრამაში მონაწილეობისთვის შეირჩევა რამდენიმე მონაწილე,  რომლებიც მიიღებენ გამოცდილებას შემდეგი მიმართულებით:

  • ამბის განვითარება იდეიდან - გამოქვეყნებამდე
  • ვიდეოს წარმოება
  • ტექსტების დამუშავება
  • ციფრული  კომუნიკაცია

ისინი, ვისაც ციფრული შინაარსის შექმნა და მისი მართვა აინტერესებს,  იმუშავებენ ვებსაიტისა და სოციალური მედიის რედაქტორთან ერთად.  

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც აინტერესებს კონტენტის წარმოება.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 2022 წლის 20 სექტემბრის 23:00 საათი.


ინდიგოს სტაჟირების პროგრამა უკვე მეექვსედ ცხადდება. ინდიგოს რედაქციაში და პროექტებზე დღემდე მუშაობენ სტაჟირების პროგრამის მონაწილეები, ისინი დღეს ჩვენი ავტორები და მკვლევრები არიან. 

სტაჟირება არ არის დისტანციური და ანაზღაურებადი.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა