ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #პროფესია

თათია ნადარეიშვილი | ილუსტრატორი

გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა სტუდია, სადაც ჩვენც ვიმუშავებდით, სადაც შევძლებდით, რომ სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა, გვესწავლებინა კიდეც. ბავშვებსაც ძალიან უყვართ აქაურობა. თავიდან ისინი თვითონ ხომ არ კითხულობენ, ვუკითხავთ ჩვენ. ვაჩვევთ ამ ამბების და ისტორიების მოყოლას. მერე უკვე ისეთი რამეა ეს ამბები, რომ სულ აქვთ ამის ინტერესი. ეჩვევიან, რომ თავისი ემოციები უკეთესად გამოხატონ.

როცა დავიწყე უკვე ჩემს აუდიტორიასთან პირისპირ შეხვედრა, მე თვითონ როცა ვუკითხავდი ხოლმე წიგნებს, მაგ დროს ძალიან ბევრი რაღაც დავაფიქსირე, დავაკვირდი, უფრო ვიჭერდი ამ მომენტებს, რა არის მათთვის სასაცილო, რა არის მათთვის სევდიანი. მეგობრობა არის საბავშვო წიგნების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პერსონაჟი. შეიძლება რაღაც ამბავს ყვებოდეს, რომელიც რეალურად იყოს სევდიანი, მაგრამ ისეა მოყოლილი, რომ ამ სევდას კი იგრძნობს ბავშვი, მაგრამ ეს მისთვის დამაზიანებელი არ იქნება.

შეგიძლია მარტო კი არ დაწერო ის რაღაცები, მთლიანად წარმოიდგინო რისი თქმა გინდა, რისი მოყოლა გინდა და შემდეგ უკვე დაყო რას წერ და აქედან რას აჩვენებ ნახატის სახით. ვიზუალი არის პირველი, რითაც ისინი აღქმას ახერხებენ. რთული არ არის ხოლმე ის ფორმები, რაც არის დახატული და ფონებიც არის მარტივი უფრო და მერე ნელ-ნელა რთულდება ეს გამოსახულებაც, ტექსტიც უფრო მეტი შემოდის და მერე უკვე მაგალითად ექვი-შვიდი წლიდან რაც უფრო ბევრ დეტალიანია, უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ. ეგ არის უბრალოდ დამხმარე საშუალება, რომ ეს ამბები ამ ბავშვებისთვის გახდეს უფრო გასაგები, უფრო საინტერესო.

მთავარი პრობლემა ჩვენთან არის ხოლმე, რომ ტექსტი ეცოტავებოდათ ყოველთვის. იმიტომ, რომ აქ ძალიან ცოტა ტექსტია და ჩემი აზრით, შესაბამისი ასაკთან და ეგ ცოტა ნელ-ნელა იცვლება საბედნიეროდ.