გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #თიბისი

თიბისი ბანკი ახალგაზრდა არტისტებთან ერთად ახალ პროექტს იწყებს

1 დეკემბერს, 19:00 საათზე, „ფაბრიკაში“ თიბისი ბანკი საზოგადოებას თანამედროვე ხელოვანებთან ერთად შექმნილ ახალ პროექტს „12“  წარუდგენს.    

პროექტის ფარგლებში შეიქმნა თიბისი ბანკის ფეისტიკერის 12 ახალი დიზაინი, რომელზეც  ახალგაზრდა არტისტების სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ნამუშევრებია აღბეჭდილი.  

ამ ნამუშევრებს ავტორების სხვა ნამუშევრებთან ერთად დამთვალიერებელი „ფაბრიკაში“, გამოფენაზე იხილავს.  

პროექტში პირველ ეტაპზე 12 არტისტი მონაწილეობს. მათ შორის არიან, როგორც ცნობილი, ისე დამწყები ხელოვანები, რათა მათაც მიეცეთ შესაძლებლობა, საკუთრი შემოქმედება ფართო აუდიტორიას გააცნონ. რამოდენიმე არტისტმა სპეციალურად „12“-ისთვის ახალი ნამუშევარი შექმნა.

ბესო უზნაძე, თეზი გაბუნია, გიორგი მაღრაძე, ლადო ლომიტაშვილი, მიშიკო სულაკაური Lamb, ანასტასია ახვლედიანი, ანკა ბოჭორიშვილი, ლუკა ცეცხლაძე, ნუცა ესებუა, ნანუკა ჩიჩუა, გიორგი ჩხეიძე, გიორგი გაგოშიძე - ეს ის არტისტები არიან, რომელთა შესრულებული ნამუშევრებიდან თიბისი ბანკის მომხმარებელი მისთვის სასურველს აირჩევს.   

კოლექციაში თავმოყრილი ნამუშევრები თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას და მედიების ვარიაციას აერთიანებს - სახვით ხელოვნებას, ინსტალაციას, შუქის ხელოვნებას, ფოტოგრაფიას, გრაფიტის, სტრიტარტს, გრაფიკას.  

თიბისი ბანკი ამ პროექტს განიხილავს, როგორც თანამედროვე ხელოვნებისა და ახალგაზრდა ნიჭიერი არტისტების მხარდაჭერის ინიციატივას, რომლის საბოლოო მიზანი მათი ნამუშევრების მეტი პოპულარიზაცია, კომერციალიზაციის პერსპექტივის შქმნა და მათი შემოქმედების ფართო აუდიტორიასთან მიტანაა.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი www.12.ge  რომლის პრეზენტაცია ასევე გამოფენაზე შედგება.

ვებგვერდი თავმოყრაა ყველა იმ ინფორმაციისა, რომელიც პროექტში მონაწილე არტისტებს ეხება. ვებგვერდზე განთავსებული  ვიზუალური და ტექტუალური მასალა დაინტერესებულ საზოგადოებას სრულ შთაბეჭდილებას შეუქმნის არტისტებსა და მათ შემოქმედებაზე.   

ვებგვერდიდანვე მსურველს შეეძლება შეუკვეთოს მისთვის სასურველი ფეისტიკერი.

გამოფენაზე ნამუშვრების ნახვა 14:00 საათიდან იქნება შესაძლებელი, პროექტის ოფიციალური წარდგენა კი 19:00 საათზე დაიწყება. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა