გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

Tbilisi Newcomers 2017-ის ფინალისტები ცნობილია

Tbilisi Open Air-ის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ფესტივალი არც წელს არღვევს ტრადიციას და უკვე კარგად ცნობილ ქართველ თუ უცხოელ არტისტებთან ერთად დამწყებ მუსიკოსებსაც აძლევს საშუალებას ფართო აუდიტორიის წინაშე საკუთარი შესაძლებლობები გატესტონ.
 
Lie For You
Killages
Harry Rules
The Nali
Unlimited
Infadus
 
ეს ის ჯგუფებია, რომლებიც წლევანდელი ფინალისტები  გახდნენ. 5 ივნისს, ილიაუნის თეატრში გამართულ Tbilisi Newcomers -ის შოუქეისზე, ალთერვიჟენ ჯგუფის პროდიუსერებმა 17 მუსიკალური პროექტის მოისმინეს და ფინალური კონცერტისთვის ექვსი მათგანი შეარჩიეს. კონცერტი 10 ივნისს, ილიაუნის დაბადებისდღზე, ლისის ტბაზე გაიმართება. იქვე დასახელდება 2017 წლის საუკეთესო სამი ნიუქამერი, რომლებიც ამიერკავკასიის ყველაზე დიდ მუსიკალურ ფესტივალზე ისეთ შემსრულებლებთან ერთად დაუკრავენ, როგორებიც არიან: Archive, Anathema, Leningrad, Sevdaliza, Soft Eject, ნინო ქათამაძე & Inisght, OXIA, ALEX.DO და სხვები.
 
მუსიკალურ პროექტში, Tbilisi Newcomers, რომელსაც წელს ალთერვიჟენ ჯგუფი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად აკეთებს, მონაწილეობის სურვილი სულ 38-მა მუსიკოსმა და ბენდმა გამოთქვა.

 

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა