ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

თბილისის დინამო: ფიზკულტურიდან პროფესიულ ფეხბურთამდე

ისტორიკოსი დათო ჯიშკარიანი თბილისის დინამოს პირველ წლებზე და გუნდის ისტორიაზე საუბრობს. ცოტა ხნის წინ ამ თემაზე მისი წიგნი „ბუცები და ტყავის ჩექმა“ გამოვიდა, სადაც დეტალურადაა მოთხრობილი დინამოს შექმნის და ტრანსფორმაციის ამბავი 1920-იანი წლებიდან 50-იანების დასაწყისამდე. ავტორი ჰყვება, თუ როგორ გადაიქცა ერთ დროს შინსახკომის სპორტული საზოგადოების გუნდი, თბილისის დინამო საქართველოს ნაციონალურ სიამაყედ საბჭოთა კავშირში და როგორ იქცნენ ჩეკისტი ფეხბურთელები პროფესიონალებად.