გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
სოფი ვილი

თვითმყოფადობიდან ზევით – სოფი ვილის მუსიკის შესახებ

სოფი ვილი (იგივე სოფი ხუციშვილი), ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე თვითმყოფადი და დახვეწილი მუსიკოსია, ვინც ბოლო წლებში გამოჩნდა ჩვენში და უკრაინაშიც (პერიოდულად იქაც მოღვაწეობს). უკრაინაში მასზე უკვე წერენ, მისგან ინტერვიუებს იღებენ, მის მუსიკას აფასებენ. ამერიკაშიც მართავს მოკლე ტურნეებს და გარკვეული აუდიტორიის ინტერესსაც იწვევს. მასთან ერთად სცენაზე გამოდის ომარ ტორესი (ტომ უეტსის ყოფილი გიტარისტი) და რაიან ვონი (ლანა დელ რეის დრამერი), მისი სიმღერები როტაციაში ხვდება პრესტიჟულ რადიოსივრცეში SXSW, ხოლო ბრიტანული გაზეთი „გარდიანი“ მის ტრეკს თვის ერთ-ერთ საუკეთესო ტრეკად აღიარებს. აი, ჩვენში, საქართველოში, მას მხოლოდ ვიწრო, დაინტერესებული წრე თუ იცნობს და ეს არცაა გასაკვირი, რადგანაც სოფი ვილის მუსიკაში, ბანალური, ყურის საამებლად აშკარად გამოკვეთილი „შტუკები“ არ არის, და ის საერთოდ მოკლებულია პათეტიკას. ჩვენთან კი, ასეთი მუსიკა დიდად არ უყვართ და არც არასდროს უყვარდათ. სოფი ვილის უფრო დაკვირვებით შეფასებისას აღმოვაჩენთ, რომ მის მუსიკაში გვხვდება ინდი-როკიც, ფანკ-გრუვიც, ბლუზიც, ე.წ. დაუნტემ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა