ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

უენობის მდგომარეობა | ინტერვიუ თეატრმცოდნე და პოეტ ტატო ჩანგელიასთან

ამერიკელი პოეტის, ლორენს ფერლინგეტის ალუზიით რომ ვთქვა, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი არის ჩიტი, რომელსაც ორივე ფრთა მარჯვენა აქვს. Ჩვენ ყოველთვის გვაქვს არჩევნები არჩევანის გარეშე. ქვეყანაში არ არსებობს პარტია, რომელიც ხალხზეა ორიენტირებული. Დღეს ყველა პარტიის პოლიტიკა ვიწრო პრივილეგირებული ჯგუფებისკენაა მიმართული.

2012 წელს ჩვენ ქვეყანაში ერთგვარი ჩანაცვლება მოხდა - ერთი პოლიტიკური პარტია მეორემ ჩაანაცვლა. თუმცა, იდეური ჩანაცვლება არც კი დაწყებულა. „Ქართული ოცნება” ჩიხში აღმოჩნდა. მისი იდეოლოგიური აპარატი დღემდე აკრიტიკებს წინა ხელისფულების რეპრესიულ აპარატს. თუმცა, ნელ-ნელა „ქართულმა ოცნებამაც” დაიწყო რეპრესიული აპარატების გამოყენება, რომელსაც თავად აკრიტიკებდა. იმისთვის, რომ Ჰეგემონიამ იარსებოს, საჭიროა ჰქონდეს მყარი იდეოლოგიური აპარატები. Ამ ხელისუფლების ეს იდეოლოგიური აპარატები  Ვეღარ ფუნქციონირებს. 

ხელისუფლებამ ცესკოსთან თავისი ინფანტილური საქციელით ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება წაახალისა. Მე ასე დავინახე. მან თქვა, რომ არ აინტერესებს საზოგადოება. მისი ერთადერთი საზრუნავი ახლა ძალაუფლების შენარჩუნებაა, ხოლო პასუხიმგებლობას, რომ ქვეყანა არ დადგეს სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე, ხაზი გადაუსვა.

Ხალხის ეს პროტესტი სინამდვილეში ძალიან გულწრფელია.

Ხალხი დაიღალა იმ პოლიტიკით, რომელშიც 25 წელია ვცხოვრობთ.

პოლიტიკით, რომელიც ორიენტირებულია ხალხის გაღატაკებაზე და ვიწრო ჯგუფების გამდიდრებაზე. Ხალხი დაიღალა ერთი და იგივე ტექსტის მოსმენით.

Მგონია, რომ ცვლილებებზე საუბრისას ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციულ ქართულ დისკურსს. ცვლილებას არ მოიტანს ერთი პოლიტიკური პარტიის მეორეთი შეცვლა. Სინამდვილეში ცვლილებას მოიტანს ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული იდეოლოგიის ცვლილება.

დაწვრილებით

ერთადერთი გამოსავალია მყარი სამოქალაქო საზოგადოებაა. დღეს საქართველოში პოლიტიკურმა პარტიებმა მოახერხეს შეექმნათ სიმულირებული სამოქალაქო საზოგადოება. დღეს Უნდა ვისაუბროთ რადიკალურ ცვლილებაზე. Ამისთვის კი გვჭირდება ავტორიტეტები, საინტერესო ფიგურები, ახალი ხალხი პოლიტიკაში. ამდენი ხანია გამოვდივართ რუსთაველზე, ვიკრიბებით, ვაპროტესტებთ ხან რას, ხან რას, მერე ვიშლებით. ჩვენი პროტესტის არტიკულირებას კი მაინც ვერ ვახერხებთ. 

ფაქტობრივად, ვიმყოფებით უენობის მდგომარეობაში, საკუთარი ტრაგედიის აღწერა არ შეგვიძლია. გვჭირდება ისეთი ადამიანები, ვინცამ ენის პოვნას და პროტესტის სწორად არტიკულირებას შეძლებენ.