გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ვაკანსია - კომერციული პროექტების მენეჯერი

ინდიგო ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს კომერციული ალღოთი და მაღალი მოტივაციით, რომელიც უხელმძღვანელებს ორგანიზაციის კომერციულ მიმართულებას - ჩაერთვება პროექტების შექმნასა და მართვაში.

მოვალეობები:

  • კომერციული მიმართულების გუნდის მართვა
  • კომერციული პროექტების დაგეგმვა და მართვა
  • Მარკეტინგისა და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება
  • Მარკეტინგული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება
  • პოტენციურ პარტნიორებთან და სპონსორებთან კომუნიკაცია
  • ახალი კოლაბორაციების მოძიება
  • პროექტში ჩართულ ყველა მხარესთან კოორდინაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომერციულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება
  • მარკეტინგის, გაყიდვების ან კომუნიკაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
  • პროექტების მართვის გამოცდილება

სამუშაო გრაფიკი: სრული

ადგილმდებარეობა: იაკობ გოგებაშვილის ქ. 38, თბილისი

ხელფასი: გამოცდილების შესაბამისად + % პროექტებიდან

დაინტერესებულ პირებმა ელ ფოსტაზე hr@indigo.com.ge   25 სექტემბრის 18:00 საათამდე გამოგზავნეთ თქვენი CV. წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.


კომპანიის შესახებ

“ინდიგო” მედიაა, რომელიც ქმნის სხვადასხვა პროდუქტებს და გამოსცემს წიგნებს. ინდიგოს მთავარი ბრენდი ამავე სახელწოდების ბეჭდური და ონლაინ გამოცემებია: ინდიგო / indigo.com.ge. ბეჭდური და ონლაინ შინაარსი ერთი მთლიანობაა, სადაც ავტორები მრავალ ფორმატში ქმნიან ამბებს, აკვირდებიან და აღწერენ პროცესებს, მოვლენებს და გვაცნობენ იდეებსა და ადამიანებს. ინდიგო განსხვავებულ სერვისს სთავაზობს დამკვეთებს - ვიდეო წარმოება, native advertising, ბეჭდური პროდუქციის შინაარსის შექმნა და დიზაინი. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა