გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ვისთვისაა თავშესაფარი?

აქ ლილოს თავშესაფარია. პირველ რიგში, მარტოხელებს იღებენ. აქ ბავშვები ვერ ხვდებიან. დიდ ოთახებში 10 ორსართულიანი საწოლი დგას, უცხო ადამიანებს ერთ ოთახში სძინავთ. აბაზანები და საპირფარეშოებიც საერთოა. ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, ინსტიტუციისთვის დამახასიათებელი დღის რეჟიმით, პირადი სივრცის და სახლური გარემოს გარეშე, 210 ადამიანზე გათვლილი ლილოს თავშესაფარი გახსნის დღიდან ნახევრად ცარიელია.

ამ ტერიტორიაზე არ იღებენ მას, ვინც სვამს ან ნარკოტიკებს მოიხმარს, ან ვისაც დამოუკიდებლად თავის მოვლა არ შეუძლია.

ასეთი უსახლკაროებისთვის სახელმწიფოს სერვისი არ აქვს.

დაწვრილებით

არადა, შეზღუდული შესაძლებლობები, ალკოჰოლიზმი, ფსიქიკური აშლილობა, ნივთიერებაზე დამოკიდებულება ხშირად  უსახლკარობის გამომწვევი გარემოებაა. ადამიანები, რომლებიც ვერც ლილოს თავშესაფარში და ვერც სოციალურ საცხოვრისში  ხვდებიან, თავად პოულობენ სივრცეს სახლის მოსაწყობად. და ეს ასეა, წლებია, "შეჭრა" აპრობირებული მეთოდი ყოფილა დევნილებისთვის, სტიქიით დაზარალებულებისთვის, გაღარიბებულებისთვის სხვადასხვა დროს. როცა სისტემის მიღმა რჩები, ესაა გამოსავალი.

სახელმწიფო პოლიტიკა სამ რგოლს უნდა ეფუძნებოდეს. I - იმის დადგენა, ვის ემუქრება უსახლკარობა. II - უსახლკაროდ დარჩენილებისთვის დროებითი სერვისების შეთავაზება. III - უსახლკარობის დაძლევა. საქართველოში მხოლოდ შუა რგოლი მუშაობს, ისიც ხარვეზებით. პრობლემა დროში იყინება.

ფრაგმენტები სტატიიდან  "უსახლკარო"
ავტორი: თამარ ბაბუაძე
ფოტო: ლაშა (Fox) ცერცვაძე
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა