ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

Volvo გარემოს დაცვასა და ხელოვნებაში | კომპანია გლობალურ მიზნებს მიჰყვება

“ვოლვო ქარს თეგეტამ” სპეციალურად მომხმარებლებისთვის გამართულ სახელოვნებო საღამოზე, სკანდინავიური და ქართული მუსიკის თანხლებით, საკუთარი გლობალური მიზნები და სტრატეგია წარმოადგინა.

Volvo-ს საყრდენი ფასეულობა ყოველთვის ადამიანის უსაფრთხოებაზე ზრუნვა იყო, საქმიანობის დიდი ნაწილიც სწორედ უსაფრთხოებას დახვეწას ეთმობოდა. ახლა კი კომპანიამ აიღო პასუხისმგებლობა, პლანეტის უსაფრთხოებაზეც იზრუნოს, საკუთარი წვლილი შეიტანოს მისი სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებაში და, ამასთანავე, მსოფლიოში კულტურის განვითარებასაც ხელი შეუწყოს.

საუკუნოვანი ტრადიციების მქონე კომპანიისგან ასეთი მნიშვნელოვანი გლობალური მიზნების დასახვა გასაკვირი არაა. 1927 წელს, შვედეთის ქალაქ გიოტენბურგში, ასარ გაბრიელსისა და გუსტავ ლარსონის მიერ დაარსებულ კომპანიას ხომ ათწლეულებია მთელ მსოფლიოში იცნობენ და აფასებენ. ის იქცა ავტომობილების მწარმოებელ იმგვარ ბრენდად, რომელსაც მომხმარებელი, სწორედ გამორჩეული მახასიათებლების და ღირებულებების გამო, განსაკუთრებულად ენდობა.

ვოლვოს ადამიანის უსაფრთხოებაზე ზრუნვის პირველი რევოლუციური გამოვლინება 1959 წელს სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედის შექმნა იყო. ეს ვოლვოს ინჟინერმა ნილს ბოლინმა გააკეთა, მერე კი, კომპანიამ ავტომობილების სხვა მწარმოებლებს ღვედის გამოყენების უფლება უსასყიდლოდ გადასცა, ისინიც დღემდე წარმატებით იყენებენ ღვედს, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

უსაფრთხოებაზე პრაგმატულად მზრუნველი ვოლვო, რომანტიკული ხასიათითა და თანამედროვე აზროვნებითაც გამოირჩევა. ამის მიზეზია ვოლვოს ძალიან მჭიდრო კავშირი ხელოვნებასთან. ვოლვოს მოდელები თავადაც ხელოვნების ნიმუშებს ჰგვანან - დახვეწილი და მკაფიო ფორმები მათ გამორჩეულობას უსვამს ხაზს. თანაც, ვოლვოს ყველა ნაწილი, მცირე დეტალიც კი, იუველირული სიზუსტითა და სიფაქიზით იქმნება.

მუსიკას, ქორეოგრაფიას, ფოტოგრაფიას და ხელოვნების სხვა დარგებს, ვოლვოს სახით ერთგული და დიდი მხარდამჭერი გამოუჩნდა. ამ ღონისძიებაზეც სწორედ ამიტომ ფართოდ იყო წარმოჩენილი ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება. ვოლვო ყოველთვის ფიქრობდა სამომავლო გეგმებზე და ასეა ახლაც. მისი გეგმები მარტივი არასოდეს ყოფილა, ის მუდამ მასშტაბურ მიზნებს ისახავდა და ასრულებდა.

სწორედ ვოლვოსთვის დამახასიათებელ რევოლუციურ და ამბიციურ პროექტს იწყებს „ვოლვო ქარსი“, რომელიც მიზნად ისახავს 2025 წლისთვის, ერთ ავტომობილზე ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის 40 პროცენტით შემცირებას. ეს პირველი და ძალიან მკვეთრი ნაბიჯი იქნება, რის შემდეგაც, უკვე 2040 წლისთვის, ვოლვო უნდა იქცეს კომპანიად, რომელიც კლიმატურ ცვლილებებზე ნულ კვალს დატოვებს.

ვოლვოს გეგმები 2040 წლისთვის მოიცავს არამარტო გამონაბოლქვი ნივთიერებების შემცირებას, არამედ სრულ ელექტროფიცირებასაც. რის შედეგადაც 2025 წლისთვის, მსოფლიო გაყიდვების 50 პროცენტი სრულიად ელექტროავტომობილები იქნება, რაც ერთ ავტომობილზე ნახშირორჟანგის გამოყოფას 50 პროცენტით შეამცირებს.

აქვე, გაითვალისწინეთ: ვოლვოს ელექტრო ავტომობილების შეძენა მომავალი წლიდან საქართველოშიც იქნება შესაძლებელი. ქართულ ბაზარზე სულ რამდენიმე თვის წინ შემოსულ ვოლვოს ქართულ საზოგადოებაში უკვე დიდი ინტერესი მოჰყვა. “ვოლვო ქარს თეგეტა” მომხარებელს სთავზობს ვოლვოს სრულ სამოდელო ასორტიმენტს, როგორც მცირე ზომის სედანის ავტომობილებს, ასევე დიდი ზომის SUV მოდელებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ბენზინის, ჰიბრიდის და ელექტრო ძრავით, ე.წ მაილდ ჰიბრიდის ვერსიებით. მომხარებელს შეუძლია ისარგებლოს “თრეიდინის” აქციითაც, რაც გულისხმობს ნებისმიერი მარკის და ასაკის ავტომობილის გაცვლის შესაძლებლობას ვოლვოს სასურველ მოდელში, საბაზრო ღირებულების ფასად, ხოლო სხვაობის დაფარვას თიბისი ლიზინგის სპეციალური პირობებით.

თიბისი ლიზინგი საქართველოს წამყვანი სალიზინგო კომპანიაა, რომლის საბაზრო წილი 70 პროცენტია და რომელზეც ახალი მსუბუქი ავტომობილების დაფინანსების 44 პროცენტი მოდის.

ვოლვოს ხელოვნების საღამოს მხარდამჭერები იყვნენ თიბისი ბანკი, თიბისი დაზღვევა და თიბისი ლიზინგი.

თეგეტა მოტორსის და თიბისის თანამშრომლობა 20 წელზე მეტია გრძელდება და მრავალ წარმატებულ პროექტს მოიცავს. თიბისი ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას საავტომობილო ინდუსტრიის დაფინანსებაში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბანკმა ამ მიმართულებით 251 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

„მოხარულები ვართ, რომ  ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში იქნა წარმოდგენილი ვოლვო. ჩვენთვის საამაყოა, რომ ვთანამშრომლობთ კომპანიასთან, რომელიც საავტობომილო ინდუსტრიის ლიდერია და საქართველოს ბაზარზე მომსახურების ხარისხის სტანდარტს განაპირობებს“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ გოგა თხელიძემ.

თიბისი დაზღვევა და თეგეტა ჯგუფი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობენ და თავიანთი სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიღებას სწრაფად და მარტივად უზრუნველყოფენ.

თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორის მოადგილე დათო კიღურაძე: „ჩვენი თანამშრომლობა თეგეტასთან მუდმივად განახლებადი და მზარდია. ვაზღვევთ საცალო და კორპორატიული კლიენტებისათვის ახალ ავტომობილებს, რომელსაც თეგეტას ჯგუფში შემავალი ისეთი წამყვანი კომპანიები გვთავაზობენ, როგორიცაა Porsche, Toyota, Mazda, Volvo. ასევე, ვაზღვევთ სატვირთო და სპეცტექნიკასაც იქნება ეს Man, JCB თუ სხვა. რადგან ჩვენთვის საუკეთესო სერვისის მომხმარებლისათვის შეთავაზება პრიორიტეტული საკითხია, თეგეტა ჯგუფთან ავტოსერვისის მიმართულებითაც ვმეგობრობთ - ჩვენს მიერ დაზღვეული და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილები სწორედ იქ რემონტდება. თიბისი დაზღვევისათვის ძალიან მნიშვნელოვანია კმაყოფილი იყოს ერთგული მომხმარებელი, ამიტომ, სხვა საჩუქრებთან ერთად, მათ თეგეტას სხვადასხვა მომსახურებასა და პროდუქტსაც ხშირად ვჩუქნით“.

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა