ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

უილიამ ბეროუზი და ქათ-აფის ტექნიკა

უილიამ ბეროუზი ამერიკელი მწერალი და არტისტი, პოსტმოდერნისტული ტექსტების ავტორი და ექსპერიმენტატორია.

ბეროუზი: ექსპერიმენტები დაიწყო არა ხმის ჩამწერებზე, არამედ ქაღალდზე. 1959 წელს ბრაიონ გაისინმა თქვა, რომ წერა 50 წლით ჩამორჩა ხატვას და მან მონტაჟის ტექნიკა ფურცელზე დატანილ სიტყვებზე გამოიყენა.

ქათ-აფის მეთოდს, როგორც ექსპერიმენტებს ენასა და პოეზიაში, წინა თაობების ლიტერატორებიც იყენებდნენ. ბეროუზმა, გაისინთან ერთად, ახალი მაგალითები შექმნა.

ბეროუზი: ბრაიონმა აიღო გაზეთები და ჟურნალები შემდეგ მაკრატლით დაჭრა არჩეული სიტყვები და ამოჭრილი ფრაგმენტები შემთხვევითობის პრინციპით დაალაგა. 1960-იან წლებში გამოვიდა "მესამე გონება" ქათ-აფის მეთოდით შექმნილი ესეებისა და კოლაჟების კრებული, რომელიც უცნაურად, ახლებურად ირეკლავდა პოლიტიკურ და კულტურულ ძვრებს.

ბერუოზი: როდესაც ქათ-აფებით გარკვეული პერიოდის განმავლობაში ექსპერიმენტებს ატარებ, აღმოაჩენ, რომ ზოგიერთი ამოჭრილი და გადაწყობილი ფრაგმენტი მომავალ მოვლენებს აღწერს. ქათ-აფის ტექნიკით ამოვჭერი ჯონ პოლ გეტის სტატია ცუდი საქციელია უჩივლო საკუთარ მამას. ეს იყო გადაწყობილი წინადადება, რომელიც ორიგინალ ტექსტში არ ეწერა. ერთი წლის შემდეგ, მისმა ერთ-ერთმა შვილმა უჩივლა.

"ცხოვრება ქათ-აფია".

ბერუოზი: ცხოვრება კონტრასტების ერთად მოთავსება და შეხამებაა. იმისი, რასაც ფიქრობ სიარულისას და რასაც ამ დროს ხედავ.

ბეროუზს თან ჰქონდა რვეული. თითო გვერდზე სამი სვეტი იყო. პირველ სვეტში იწერდა ფაქტებს, რომლებიც გარშემო ხდებოდა, ფრაზის ნაწყვეტებს და დიალოგებს, მეორე სვეტში – საკუთარ შთაბეჭდილებებს, ფიქრებსა და მოგონებებს. მესამე სვეტი იყო ციტატები იმ წიგნებიდან, რომლებსაც იმ დროს კითხულობდა. 

ქათ-აფის ტექნიკა, რომელიც ბეროუზის წყალობით პოპულარული გახდა, გამოიყენება მუსიკაში, მხატვრობაში, მწერლობაში, კინოში. 

დევიდ ბოუი: ქათ-აფებს მე ასე ვაკეთებ. არ ვიცი, ეს ჰგავს თუ არა გაისინის, ან ბეროუზის ტექნიკას. ეს მეთოდი მხოლოდ რამდენიმე სიმღერაზე გამოვიყენე.

ბეროუზი ქათ აფ-ს მხატვრული ტექსტებისა და ესეების წერისას ხშირად იყენებდა. მისთვის ეს ახალ, დაფარულ იდეებთან დაკავშირების გზაა. ბეროუზი ცნობილია წიგნებით:
"ჯანქი" და "შიშველი საუზმე" , The Soft Machine, Nova Express, The Ticket That Exploded, რომელთაც "ქათ-აფის ტრილოგიასაც" ეძახიან.

“ფაქტობრივად, მწერლობა ქათ-აფია. წაკითხული და გაგონილი სიტყვების კოლაჟი. კიდევ რა”?