ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

წინასწარმეტყველება მურაბით (ლიტერატურა და კულინარია)

დიანა ანფიმიადის „წინასწარმეტყველება მურაბით“ მთავარი კონცეპტის გარშემო ტრიალებს – ეს არის გემო, მახსოვრობა და ლიტერატურა. ავტობიოგრაფიული მომენტები, ისტორიული პროზა, მსოფლიო ლიტერატურის შედევრების კულინარიული შეფერილობა, სოციალური თუ პოლიტიკური თემატიკა, ლიტერატურული კრიტიკა, ლინგვისტური ძიებები შეზავებულია კულინარიულ რეცეპტებთან, რომელთაგანაც ბევრი საუკუნეების წიაღში ჩაკარგულია და ხელახალ წაკითხვასა და მომზადებას საჭიროებს.

წიგნის ერთ ნაწილს შეადგენს ძველი, დიალექტური ტექსტებიდან და ექსპედიციების მასალებიდან ამოკრებილი დავიწყებული ქართული კერძების რეცეპტები და ადამიანების გულში ჩამწვდომი ისტორიები.

ეს არის წიგნი კულინარიაზე, რომელიც შიმშილით იწყება და მთავრდება, რაც კიდევ ერთხელ ახსენებს მკითხველს ყველაზე მნიშვნელოვან შიმშილს – სიყვარულს.

დიანა ანფიმიადი
გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“
2016

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა