გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ხულიეტა

Julieta

ჟანრი: დრამა
ქვეყანა: ესპანეთი
ქრონომეტრაჟი: 99 წუთი
რეჟისორი: პედრო ალმოდოვარი
სცენარი: ელის მანრო, პედრო ალმოდოვარი
მსახიობები: ადრიანა უგარტი, მიშელ ჯენერი, როსი დე პალმა

ფილმის სცენარი კანადელი ნობელიანტი მწერლის, ელის მანროს სამი მოთხრობის – „შანსი“, „მალე“ და „სიჩუმე“ – ადაპტაციაა. ვანკუვერელი ჯულიეტი ალმოდოვარის მისტიკურ დრამაში სამხრეთელი ხულიეტაა, რომელიც ახლადგაცნობილ, რამდენიმე დღის დაქვრივებულ მეთევზესთან გადადის საცხოვრებლად და სრულიად სპონტანურად, ახალ ცხოვრებას იწყებს. წლების შემდეგ კი, ყველაფერი ასევე, ერთი ხელის მოსმით იცვლება – მისი ცხოვრებიდან ორი ყველაზე ძვირფასი ადამიანი უჩინარდება: ქმრის გარდაცვალებიდან სულ მალე, 18 წლის გოგონა სახლიდან მიდის და სამუდამოდ იკარგება.

ხულიეტას მდორე ყოველდღიურობას, ქუჩაში ერთი შემთხვევითი შეხვედრა თავდაყირა აყენებს – შვილის ბავშვობის მეგობრისგან შეიტყობს, რომ მისი გოგო ცოცხალია და მთებში ცხოვრობს, თვითონ კი, უკვე ბებიაა.

ხულიეტა გახსენებას იწყებს და შვილისთვის მიწერილ წერილში იმის აღდგენას ცდილობს, რაც დაკარგული აქვს – განცდების, საკუთარი წარსულის თუ საკუთარი თავის... 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა