ხვალ 17 წლის ვხდები. 6205 დღეა ვარსებობ
ვწერ ამ წერილს უმისამართოდ, და თუ იპოვი კარგია, რადგან ვიღაც მაინც შემხთვევით წაიკითხავს წერილს, რომელიც ყველასთვის დავწერე.
ეს ყველა შენ ხარ.
ამ წერილის დაწერის მიზეზი უმისამართოთ გაჩენილი ფიქრებია. უამრავი უპასუხო კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა არ შემიძლია.
არ გეგონოს ამ კითხვებზე პასუხს გთხოვ, რომც გთხოვო შენი პასუხების მოსმენას ვერ შევძლებ.
მე შეშლილი მეგობარი მყავდა, უნიღბო სიხარულით.
მას მერე ადამიანები შევიზიზღე და მასავით ჩამოვშორდი.
ტკივილები რაც მას ჰქონდა, მე არ მერგო...
ჩემთვის მაინც ფრთოსანი დარჩა.
რადგან შეშლილი იყო.
მზად ვიყავი ვყოფილიყავი ცალმხრივად შეყვარებული თუკი ეს გრძნობა ისეთივე ბედნიერებას მომანიჭებდა, როგორც დაიწყო, თვითონ ეს მდგომარეობაა მომხიბვლელი
რა მნიშვნელობა აქვს, რა ხდება მეორე მხარეს
უბრალოდ ბოდიში ვერ აღადგენს ნამსხვრევებს, თუ აღადგენს ბზარები მაინც დაეტყობა
და...
ჩნდება თითქოს...
კითხვები თავში...
რომელიც გჭამს...
და...
პასუხებს ითხოვს...
იყო დრო და მეშინოდა, ვუფრთხოდი ხმაურს, გუგუნს, ჩოჩქოლს, ხალხმრავლობას... ყოველი ნაბიჯის გადადმა უცხო ადამიანთან შეხების მიზეზი ხდებოდა, არ მსიამოვნებდა, მეზიზღებოდა ყველა მათგანი. ვიხდიდი ბოდიშს ერთს
ორს
სამს
ოთხს
არადა, როგორ მძულს ბოდიშის მოხდა.
დედა და მამა რომ დაცილდნენ, მალევე ხუთის გავხდი. დედა ესპანეთში წავიდა და მზრდიდა ბებო, რომელიც სულ ძალადობდა, როგორც ფიზიკურად ისე ფსიქოლოგიურად.
ბევრი ამაზრზენი რამის მოყოლაც შემიძლია, მაგრამ არ მინდა. უბრალოდ აზრი არ აქვს, ან ძალიან მიამიტი ვარ - ეს ჩემი ბავშვობის მეგობარმა მითხრა.
მე შენს ზარს ველოდები. დავიჯერო ისეთი გაბრაზებული ხარ, რომ ჩემი ხმის გაგონებაც არ გინდა? ფიქრები გამეყინა.
უეცრად ვხვდები, რომ ყველა ჩემი დაწერილი მოთხრობა, ლექსი თუ ასეთი უაზრობა შენთვისაა.
ხანდახან ძალიან სევდიანი ვარ და ამ სევდას მიზეზს ვერ ვუძებნი, ხანდახან კი ზედმეტად ბედნიერი და არც ამ ბედნიერებისთვის მაქვს მიზეზი.
ხანდახან ქუჩაში სიარულისგან საზოგადოების ნაწილად ვერ ვგრძნობ თავს, თითქოს ჩემი ადგილი აქ არაა
ხანდახან კი პირიქით უბრალოდ მიხარია ხალხის გარემოცვაში ყოფნა.
მახსოვს უკვე ბნელდებოდა, მზე ნელ-ნელა იმალებოდა. წვიმა დაიწყო, ჩვენ ეს არ გვადარდებდა, ისევ ნელი ნაბიჯებით გავაგრძელეთ გზა. მახსოვს დავცინოდით ყველას, ვინც ახლა ჩვენთან არ იყო
წერილი ემიგრანტ დედას
ვეღარ დავწერ იმაზე, თუ როგორია დედის გარეშე ცხოვრება.
მაგრად ჩავეხუტე ოთახში. ისიც ატირდა. ეგ მეორე შემთხვევა იყო ჩემს წინ რომ ატირდა.
სამი თვის შემდეგ ისევ დამშორდა. წასვლით ისევ წარსულში დამაბრუნა.
შენ გინდა ყავა?
შენ გინდა ყავა?
არ მახსოვს რძით თუ რძის გარეშე,
თუმცა რა მნიშვნელობა აქვს.
დილა ძალიან მიყვარს, მით უფრო წვიმიანი.
ადამიანებიც მიყვარს.
მათ კი ან ვუყვარვარ, ან ვეზიზღები.
თინეიჯერობა გავს მომენტს, როცა ღამე იწურება, მაგრამ არც მზე ჩქარობს ამოსვლას, სახლში მხოლოდ შენ გღვიძავს და ტკბები სიჩუმით, რომელიც ხშირად არ არის, მიუხედავად იმისა, თუ როგორი პატარაა შენი ქალაქი.
მომწყინდა მარტო ყოფნა და შევქმენი ის, ვისაც გაუგებდნენ, ის, ვინც ილაპარაკებდა მაშინ, როცა მე არ მექნებოდა სათქმელი