რა უნდა ვიცოდეთ H1N1 ვირუსის შესახებ

გრიპის სიმპტომები

  • გრიპი უცაბედად იწყება, ამით განსხვავდება გაციებისგან;
  • სიცხე* ან ციებ-ცხელება;
  • ხველა;
  • ყელის ტკივილი;
  • ცხვირიდან გამონადენი და ცხვირით სუნთქვის გაძნელება;
  • კუნთებისა და სახსრების ტკივილი;
  • თავის ტკივილი;
  • დაღლილობა;
  • ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, დიარეა და გულის რევა;

*შესაძლოა გრიპის ყველა შემთხვევას არ ახლდეს ცხელება.

გრიპის შესაძლო გართულებები

1N1 გრიპი შესაძლოა რამდენიმე დღეს ან მაქსიმუმ 2 კვირამდე გაგრძელდეს. თუმცა, ზოგიერთ ადამიანში გრიპმა შეიძლება გართულება გამოიწვიოს, მაგალითად პნევმონია (ე.წ. ფილტვების ანთება). გართულებებიდან ზოგიერთი, შეიძლება, სიცოცხლისთვის საშიში იყოს და სიკვდილის მიზეზი გახდეს.

პნევმონია, ბრონქიტი, სინუსური და ყურის ინფექციები არის გრიპის გართულების შესაძლო ვერსიები. ვირუსმა, შესაძლოა, გაამწვავოს ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემების მქონე ადამიანების მდგომარეობა. მაგალითად, ასთმის მქონე ადამიანებში - ასთმის შეტევა, გულის ქრონიკული უკმარისობის მქონეებში კი მდგომარეობის გაუარესება

მაღალი რისკის მქონე ადამიანები

გრიპით ყველა შეიძლება დაავადდეს - ნებისმიერი ასაკის სრულიად ჯანმრთელი ადამიანიც. მაგრამ არსებობს ადამიანთა კატეგორიები, რომელთათვისაც ამ ვირუსმა შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

    • ასთმა
    • დიაბეტი
    • გულის დაავადება
    • ფილტვის ქრონიკული დაავადება
    • თირკმლის დარღვევები
    • ღვიძლის დაავადება
    • სისხლის დაავადება
    • ნევროლოგიური პრობლემები (მათ შორის თავის ტვინის, ზურგის ტვინის, პერიფერიული ნერვული და კუნთების დარღვევები, ეპილეფსია, ინსულტი, ინტელექტუალური ინვალიდობა (გონებრივი ჩამორჩენა), საშუალო და მძიმე განვითარების შეფერხება, კუნთოვანი დისტროფია, ან ზურგის ტვინის დაზიანება)
    • მეტაბოლური დარღვევები
      იმუნიტეტის დაქვეითება (აივ/შიდსი, კიბო ან მუდმივად იღებენ სტეროიდებს)
    • ჭარბი წონა

ასევე მაღალი რისკის ჯგუფში არიან:

  • 65 წელს ზემოთ მყოფი პირები
  • 19 წლამდე ახალგაზრდები, რომლებიც ასპირინის ხანგრძლივ თერაპიას გადიან
  • ორსულები
  • ბავშვები 5 წლამდე, განსაკუთრებით კი - 2 წლამდე

სახიფათო ნიშნები გრიპით დაავადების დროს

ბავშვებში:

  • სწრაფი ან გართულებული სუნთქვა;
  • კანის მოლურჯო ფერი;
  • არ ღებულობს საკმარის სითხეს;
  • არ იღვიძებს ან არ არის ინტერაქტიული;
  • ისეთი გაღიზიანებულია, რომ ხელში აყვანაც კი არ სურს;
  • გრიპის სიმპტომები გაუმჯობესდა, მაგრამ ბრუნდება მაღალი სიცხე და უარესდება ხველა;
  • ცხელება გამონაყარით.


უფროსებში:

  • სუნთქვის გართულება ან ქოშინი;ტკივილი ან წნევის შეგრძნება გულმკერდის არეში ან მუცლის ღრუში;
  • უეცარი თავბრუსხვევა;
  • გაურკვევლობა;
  • ძლიერი და ხშირი ღებინება;
  • გრიპის სიმპტომები გაუმჯობესდა, მაგრამ ბრუნდება მაღალი სიცხე და უარესდება ხველა

ასევე საყურადღებო ნიშნებია და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს პატარა ბავშვი თუ:

  • უჭირს სუნთქვა
  • ვერ ჭამს
  • ტირილისას არ მოსდის ცრემლები
  • საფენებს ჩვეულებრივზე ნაკლებად ასველებს

გავრცელება

H1N1 ვირუსი ადამიანებს შორის ვრცელდება ისევე, როგორც სხვა სეზონური ვირუსები - ჰაერ-წვეთოვანი გზით.ვირუსის გააქტიურების პიკი თებერვლის თვეშია და შესაძლებელია ის მაისამდეც გაგრძელდეს

როგორ ავირიდოთ თავიდან H1N1 ვირუსის გავრცელება?

ვირუსის თავიდან აცილების საუკეთესო გამოსავალია ადრეული ვაქცინაცია. ვირუსის აქტიურობის პერიოდში კი მიკრობების გავრცელების პრევენციისთვის დაიცავით შემდეგი წესები:

ჯანმრთელი ადამიანები:

  • მოერიდეთ დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტს
  • ხშირად დაიბანეთ ხელი საპნითა და წყლით, ხოლო როცა ამის საშუალება არ გაქვთ, გამოიყენეთ სპირტზე დამზადებული სპეციალური სადეზინფექციო საშუალებები
  • მოერიდეთ თვალთან, ცხვირთან და პირთან ხელით შეხებას, ბაქტერიები სწორედ ამ გზით ვრცელდება
  • გაწმინდეთ და დეზინფექცია ჩაუტარეთ ზედაპირებს, რომლებზეც შესაძლოა, იყოს გრიპის ბაქტერიები

თუკი თქვენ უკვე გაქვთ ეს ვირუსი:

  • მოერიდეთ ჯანმრთელ ადამიანებთან კონტაქტს
  • იმისათვის, რომ ვირუსი სხვა ადამიანებს არ გადასდოთ, დარჩით შინ კიდევ 24 საათი მას შემდეგ, რაც ცხელება გაგივლით
  • დაიფარეთ ცხვირი და პირი ქაღალდის ხელსახოცით როცა ახველებთ ან აცემინებთ. ნუ გამოიყენებთ ხელსაცოცს მეორედ
  • შეგიძლიათ, მიიღოთ ანტივირუსული პრეპარატები (ანტივირუსული პრეპარატი არ არის ანტიბიოტიკი და უნდა მიიღოთ ექიმის დანიშნულებით)
  • ანტივირუსული პრეპარატი ვირუსს არბილებს და ამოკლებს ავადმყოფობის მოქმედების დროს. მას შეუძლია ასევე სერიოზული გართულებების პრევენციაც
  • კვლევები ადასტურებს, რომ ანტივირუსული პრეპარატების მიღება ყველაზე ეფექტურია დაავადების დაწყებიდან 2 დღის განმავლობაში, თუმცა, მათი მოგვიანებით მიღებაც ეხმარება პაციენტს, მით უმეტეს თუ ის მაღალი რისკის ჯგუფშია

მცდარი წარმოდგენები H1N1-ის შესახებ

  • ცხვირში „ოქსოლინის“ მალამოს მოცხება ვირუსისგან არ გიცავთ!
  • ასპირინის მიღება ვირუსის დროს. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაავადება რეის სინდრომი;
  • ვირუსის აღმოჩენისთანავე გადაუდებელი დახმარების ცენტრში წასვლა არ არის საჭირო. ამ დაწესებულებას იმ შემთხვევაში უნდა მიმართოთ, თუ გიჭირთ სუნთქვა, ორგანიზმი გამომშრალია დიარეასა და პირღებინების გამო. ისედაც გადატვირთულ გადაუდებელი დახმარების ცენტრში ინფექცია სწრაფად ვრცელდება და სჯობს, ექიმს დაურეკოთ
  • სეზონური ვირუსის ვაქცინა მაქვს გაკეთებული და ის დამიცავს H1N1 ვირუსისგანაც - ამ ვირუსისთვის განსხვავებული ვაქცინა გამოიყენება და სეზონური გრიპის ვაქცინა ვერ დაგიცავთ H1N1-სგან