რა ხდება მაშინ, როცა მოსწავლე მუცელში სპაზმურ ტკივილს გრძნობს, ყურადღება ეფანტება, თითები უბუჟდება ან ფეხებში სისუსტეს გრძნობს? ანუ რა ხდება მაშინ, როცა სკოლაში მოსწავლეს შია?
"- რა კარგია, რომ მოხვედი. დედა, იცი, როგორ მშიოდა? ვეღარ ვხედავდი.
- ახლავე, ახლავე. ეგრე როგორ გაძელი გაკვეთილებზე?
- ვერც გავძელი. ვერ ვისვენებდი და მასწავლებელმა გადი გარეთო.
- გთხოვ, წყალი დალიე რა მანამდე".
“დღეს დამემართა ეგრე. მეხუთე გაკვეთილზე ჩამომეძინა კინაღამ. მომშივდა ძალიან. მაგ დროს მიჭირს კონცენტრირება".
- ნუცა კობერიძე, 16 წლის.
- ნუცა კობერიძე, 16 წლის.
“ზოგი კიდევ რატომ ვერ ჭამს, იცი? ვიღაცა დაგცინებს აუცილებლად და იმიტომ. ძაან ბევრია, რომ გიყურებს, როგორ ჭამ. თვალებში რომ უყურებ, ხედავ, რომ მასაც შია, არ არის საჭირო, გითხრას".
სკოლაში ყოველდღიურად იკვებება ბავშვების
27 პროცენტი, არასდროს იკვებება ბავშვების
35 პროცენტი
საქართველოს რამდენიმე სკოლაში არათუ ბუფეტი ან ჭამისთვის შესაბამისი სივრცე,
არამედ წყალიც არაა.
საკვების, თანადგომისა და თანაგანცდის უკმარისობა ქართული საჯარო სკოლების ლამის ყოველდღიურ რეალობად იქცეს.
ბავშვი ვერ მიიღებს განათლებას, თუ ის მშიერია. ამიტომ სამართლიანი, თანასწორი წვდომა განათლების უფლებაზე უნდა მოიცავდეს კიდეც წვდომას ნუტრიციულად დაბალასებულ საკვებზე.
დღეს, სულ მცირე, 161 ქვეყანაში ქვეყანაში შეუძლიათ ბავშვებს უფასო საკვების მიღება
საქართველოს საჯარო სკოლებში, ჯერჯერობით, ვერც ნუტრიციული სრულფასოვნების მიღწევაა შესაძლებელი მოზარდთა კვების ორგანიზებისას და ვერც სამართლიანი ხელმისაწვდომობის.
მულტიმედიის რედაქტორი: დეა ტატიაშვილი
ილუსტრაციების ავტორი: ცირა ინანეიშვილი
გამოყენებული სტატიები:
"სადილი სკოლაში"
"მასწავლებლები ხედავენ მოსწავლეების შიმშილს".