ინდიგო სტაჟირებისთვის იწვევს სტუდენტებს, რომლებიც ეძებენ ახალ იდეებს, ამჩნევენ ადამიანებს და ამბებს, აინტერესებთ ლიტერატურა და ხელოვნება. 

შერჩეული კანდიდატი ოთხთვიანი სტაჟირების განმავლობაში 

  • იმუშავებს “ინდიგოს” გუნდთან ერთად როგორც ჟურნალის, ისე ვებსაიტისთვის მასალების შექმნაზე;

  • დაეხმარება რედაქტორს მოკვლევაში;

  • ასისტენტობას გაუწევს გადამღებ ჯგუფს.

სასურველია

  • ჟურნალისტურ მასალებზე მუშაობის გამოცდილება

  • სამონტაჟო პროგრამების საბაზისო ცოდნა

 

სტაჟირების მსურველებმა შეავსეთ აპლიკაცია 29 იანვრის 18:00 საათამდე.

შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება. სტაჟირება კი 1 თებერვლიდან დაიწყება. 

 

***

2015 წლის ოქტომბრიდან ინდიგო არსებობს სამგან: რეალურ, ონლაინ და ბეჭდურ სივრცეში. ადამიანები, გარემო და კულტურა, ქალაქი, მოგზაურობა, ყოველდღიური რიტუალები და გლობალური თემები, ახალი დრო და ადამიანური კრიზისები ამ დროში - ინდიგო აკვირდება და აღწერს  ყველაფერს, რაც ჩვენ გარშემო ხდება, რაც აღგვაფრთოვანებს, გვიზიდავს, გვაშინებს და შთაგვაგონებს. ინდიგო რეფლექსიაა მოვლენებსა და რეალობაზე, მედიუმია, რომელიც ახალ ავტორებს, საინტერესო მოსაზრებებს და მომავლის იდეებს ეძებს.