ატკატების ჯორჯია
15.03.2017ერთმა სახელმწიფო ორგანომ ალილო დააფინანსა რამდენიმე ათეული ათასი ლარით, ანუ ბევრი ფული მისცა უმდიდრეს საპატრიარქოს, რომ იმას გაჭირვებულებისთვის კანფეტები შეეგროვებინა, მეორემ „იუმორინას“ გადაურიცხა „ბღუჯა“ ფული იუმორთან არანაირი კავშირის არმქონე ღონისძიებების გასაგრძელებლად, მესამეს მმართველმა ერთ წელიწადში ასი ათასი ლარი დაიწერა პრემია და ეს ყველაფერი უკვე ნამდვილ ეროვნულ ტრადიციად იქცა – მთელი სახელმწიფო მანქანა, რომელიც ხალხის ფულის ოფიციალურად მითვისებითაა დაკავებული.
ეს სხვა არაფერია, თუ არა საბჭოთა, ამძაღებული მენტალიტეტი. ზუსტად მაშინ ჩაისახა ეს ტრადიცია – სხვის, აღმოსავლეთ ევროპაზე მიერთებულ, გაუგებარ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები მიეჩვივნენ სახელმწიფო ქონების მიტაცებას, მეტიც, ამით ამაყობდნენ კიდეც და ეს დღესაც გრძელდება, ოღონდ ქვეყანა უკვე მათია, აღარავიზე მიერთებული და ნამდვილი, აი, ფეხზე წამომდგრები რომ ცრემლების ღაპაღუპით სვამენ სადღეგრძელოებს, ის. მაგრამ ეს არავის აინტერესებს, სახელმწიფო ინტერესები მათთვის საკუთარი ბინების ზღურბლთან მთავრდება. ბინებში შანელის ს