გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სააღდგომო ფოტოამბავი


ბაზრობა, მაღაზია, მეზობლის ეზო და სასაფლაო -  ამ ყველაფერს ერთმანეთისგან რამდენიმე კილომეტრი აშორებს. ეს პატარა მოდელია იმ სააღდგომო ამბის სრული სურათისა, რომელიც ყოველ გაზაფხულს ხელახლა აქტიურდება. 

დაუგეგმავად ავიღე კამერა და მთელი პარასკევი, შაბათი, კვირა ვიღებდი. ვიღებდი იმას, რაც ხდებოდა ჩემს ყოველდღიურობაში. გამაგზავნეს  მეზობელთან - გადავუღე მას, მთხოვეს ბაზარში წასვლა პროდუქტების საყიდლად - გადავიღე ბაზარი, წავედით სასაფლაოზე კვერცხის დასაგორებლად -  იქაც გადავიღე, შემოვიდნენ ჩემს ეზოში ჭონაზე კვერცხის სათხოვნელად და ესეც გადავიღე...

მართალია ყოველ წელს იცვლება აღდგომის თარიღი, მაგრამ უცვლელი რჩება პარასკევი, შაბათი და კვირა.


loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა