გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სამხრეთი ოსეთი - პრეზენტაცია

ინდიგოს N41-ის პრეზენტაცია მწერალთა სახლში.

ოცდაათი წლის წინანდელი ამბები, რომელთაც ადამიანები იხსენებენ, ჟურნალში სამ პარალელურ თხრობას კრავს და ერთი ისტორიული ეპიზოდის აღდგენას ცდილობს. ზეპირ ისტორიებსა და საუბრებში იმ ამბებს იხსენებენ, რაც მოხდა სახლებში, ეზოებში, ქუჩებში და დროს ახლაც ყრუ ექოდ მოჰყვება.
ძველ პრესაში განწყობები, დისკურსები, იდეები ირეკლება. თხრობის მესამე ხაზი მხოლოდ იგულისხმება – ის სიტყვებისა და გამოსახულების მიღმა რჩება და მოიცავს ამბებს, რომლებსაც არ ჰყვებიან.
გამოცემის პრეზენტაცია ასევე, სამი და ისევ პარალელური დიალოგის ფონზე ჩაივლის.
  • ისტორია, თუ მეხსიერებით მანიპულაცია? - დავით ჯიშკარიანი ისტორიკოსი და ზურაბ ბენდიანიშვილი კოალიციის „დევნილთა უფლებებისათვის“ თავმჯდომარე
  • ძალაუფლების ენა -გიორგი მაისურაძე  ფილოსოფოსი და ხათუნა მაისაშვილი ჟურნალისტი
  • ამბები ოსური სოფლებიდან - თამარ ბესტაევა
  • დიალოგებს მოდერაციას უწევენ: თომა სუხაშვილი, ნინო ბექიშვილი, ნინო ლომაძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა