გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

თოვლი ცარიელ ახალგორში

გუშინ ღამიდან თოვდა. ვიცოდი, რომ დადებდა. დილას, ჩემი ძველი გზა გავიხსენე და დავუყევი ზემოდან. ჯერ დაბის შესასვლელთან ავედი, ქსანზე, რომ ბოლის ხიდია, იქ გადმოვდექი და მთელ ახალგორს გადმოვხედე. უხდება სითეთრე, ბევრი რამეა შიგნით მოქცეული.

მერე ბარდანაულზე გადავედი. ბავშვობაში, მთელი სკოლა მანდ ვსრიალებდით ხოლმე. ადრე ქვაფენილი ეგო, ისეთი ხმაურით ვეშვებოდით ქვემოთ, მთელ უბანს ვაყრუებდით.

დღეს იქ ყურისწამღები სიჩუმეა. ჩემი კლასელების სახლები გადარაზულია. ქუჩაზე რამდენიმე ოჯახიღა დარჩა. აქა-იქ, ძალიან შორი-შორს ამოდის კვამლი საკვამურებიდან. დავდიოდი, ვიღებდი ფოტოებს და ვაჭრაჭუნებდი ამ თოვლს მარტო. იცლება-მეთქი ახალგორი.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა