წარსულის ანარეკლი | ლევან ვერძეული
კარგი იქნებოდა, ჩვენც ისევე შეგვძლებოდა ციური სხეულების აღქმა, როგორც ფოტოაპარატს, მაგრამ ადამიანის თვალს ხანგრძლივი ექსპოზიციის უნარი არ აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაზე ბნელ ცაზე, ტელესკოპით შეიარაღებულებსაც კი, არ შეგვიძლია დავინახოთ ციური სხეულები ისე, როგორც მათ ასტროსურათები აფიქსირებს.
ასტროფოტოგრაფირების უკან ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი დგას. კარგი დაგეგმვა და ზუსტი შესრულება გადამწყვეტია. ნებისმიერმა ლაფსუსმა შეიძლება მრავალსაათიანი შრომა წყალში ჩაყაროს. ამ ფოტოების უმეტესობა სპეციალური შავ-თეთრი კამერით იქმნება. რამდენიმესაათიანი ექსპოზიცია, საბოლოო ჯამში, სპეციალურ პროგრამაში დამუშავებით ფერადდება.
მე თუ მკითხავთ, ასტროფოტოგრაფია სადღაც შუაშია მეცნიერებასა და ხელოვნებას შორის, თუმცა ყველაზე მეტად მაინც იმის გააზრება მხიბლავს, რომ რასაც ცაში ვხედავთ, წარსულის ანარეკლია. ციური სხეულების აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენგან ათასობით, მილიონობით სინათლის წლითაა დაშორებული. ჩვენ ვერ ვხედავთ, როგორები არიან ისინი დღეს, მაგრამ ვხედავთ, როგორები უნდა ყოფილიყვნენ ო