გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ზამთარი გადატანილია - პრეზენტაცია

Barnovi House of Arts-ში გაიხსნა გურამ წიბახაშვილის გამოფენა და გაიმართა წიგნის პრეზენტაცია „ზამთარი გადატანილია“.

გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები საქართველოს ისტორიის იმ გარდამტეხ მონაკვეთს ასახავს, რომელშიც, ერთი მხრივ, ახალდაბადებული სახელმწიფო ომს, შიმშილს და სიცივეს ებრძვის, მეორე მხრივ, კი საბჭოთა კავშირს თავდაღწეულ ქვეყანაში თანამედროვე ხელოვნება მოულოდნელად იწყებს აყვავებას.

„ზამთარი გადატანილია“ დათქმაა, რომლის მიხედვითაც ავტორს სწამს, რომ ყველა სირთულე უკან დარჩა და იმ დროს არსებული წინააღმდეგობებით შთაგონებული ხელოვნებაც ისტორიის ნაწილად იქცა, თუმცა ამ ექსპოზიციაში დროდადრო მაინც იჩენს თავს კითხვები: რა დაგვრჩა 1990-იანი წლებიდან? რა შეიცვალა 25 წლის შემდეგ? შეიცვალა თუ არა რამე, ან უბრალოდ, „ზამთარი გადატანილია?“


წიგნი გურამ წიბახაშვილის 250 მდე ფოტოს, მის ისტორიებს და ანა კორძაია-სამადაშვილის ესეებს აერთიანებს და გამომცემლობა „ინდიგოსთან“ თანამშრომლობით შეიქმნა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა