გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ძველი სააღდგომო რეკლამები

„ქრისტე აღსდგა, ბატონებო!
ვეცადნეთ, რომ ჩვენც აღვდგეთ, გამოვფხიზლდეთ, გამოვკეთდეთ, გამოვბრძმედდეთ და მით აღვადგინოთ ჩვენი დაკარგული ჩვენობა. თორემ რა ჭკუა იქნება, რომ წარა მარა ვიძახოთ „ქრისტე აღდგა!“, ეგ მონობის და სიკვდილის დამამხობელი, ხოლო ერთობისა და სიყვარულის მომასწავლებელი სიტყვები, თუ საქმით გავნაცარქექიავდებით, დავიქსაქსებით, დავუძლურდებით და თუ არ მონებად, არაფრად სხვად გამოსადეგნი არ ვიქნებით!..

როგორ შევიძლიან, რა უფლება გვაქვს, ქრისტეს მორწმუნედ და მოწაფედ ვიწოდებოდეთ, თუ „მაშვრალთა და ტვირთ-მძიმეთა“ ხსნას ვერ შევიძლებთ და ვერ მოვახერხებთ, ხოლო ხომ იცით, რომ „მაშვრალთა და ტვირთ-მძიმეთა“ საძებრად შორს სიარული არ მოგვინდება: რაც უნდა მარტოდ-მარტოდ გვეგონოს ჩვენი თავი, თითოეულ ჩვენთაგანთან ერთი „მაშვრალი და ტვირთ-მძიმე“ მაინც იქნება“...

(დათიკო ვერმიცანაშვილი)
ივერია, 1892, N73

10  ა პ რ ი ლ ი

ფოტოები მოგვაწოდა რუსუდან დარჩიაშვილმა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა