უცნაური დროის დღიური - 2020-2021
ლადო ფოჩხუა
- მთარგმნელი: რუსუდან დარჩიაშვილი
- ყდა:
- გამომცემლობა: ინდიგო
- გამოცემის წელი: 2022
- ფასი: 25,00 ლარი
როცა ვხატავ, ყოველთვის მგონია, რომ სასწაული უნდა მოხდეს; ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, არაჩვეულებრივი ხვალინდელი დღისთვის მზადებაა. თუ ვწერ, მჯერა, რომ რაღაც საინტერესოს (თითქმის სასწაულებრივის) შექმნა შემიძლია აწმყოში. აი, სწორედ ახლა შემიძლია. რა თქმა უნდა, ეს ილუზიაა...
უცნაური დროის დღიური“ 365 ჩანაწერს აერთიანებს კოვიდის გავრცელების პირველი, ყველაზე მძაფრი და რთული პერიოდიდან. დროის მსვლელობა და დღეთა ტემპი, თვითჩაღრმავება და შფოთი ადამიანებთან ურთიერთობაში გაჩენილი ახალი საზღვრების გამო, ლიტერატურასა და მხატვრობაში ნაპოვნი სიმშვიდე და ფიქრის საბაბი, საყვარელ ადამიანებთან სიახლოვის ფასი, მომავლის დანახვის მცდელობა, შთაგონების ძიება ძველ და ახალ წიგნებში, მხატვრობასა და მუსიკაში - ლადო ფოჩხუას მინიატურულ ჩანაწერებში გაფანტული ეს თემები რეფლექსიისა და განვლილ წელიწადზე დაფიქრებისთვის უამრავ მიზეზს გაუჩენს მკითხველს.
თითქოს ამ წიგნის დასრულებისას პანდემიაც სრულდება და მისგან იმედთან ერთად მხოლოდ მშვიდი და ღირებული გაკვეთილები რჩება და, ასევე - სამყაროსა და საკუთარ თავზე დაკვირვებისთვის საჭირო მახვილი თვალი.
თითქოს ამ წიგნის დასრულებისას პანდემიაც სრულდება და მისგან იმედთან ერთად მხოლოდ მშვიდი და ღირებული გაკვეთილები რჩება და, ასევე - სამყაროსა და საკუთარ თავზე დაკვირვებისთვის საჭირო მახვილი თვალი.