ხმაური კედლებიდან
- მთარგმნელი:
- ყდა:
- გამომცემლობა: ინდიგო
- გამოცემის წელი: 2022
- ფასი: 0,00 ლარი
ფოტოწიგნი ორი ქალაქის, თბილისის და ცხინვალის, ერთმანეთს აცდენილი, ასინქრონული და დისონანსური ხმების მცირე კოლექცია ერთდროულად იკითხება როგორც დამოუკიდებელი მინიატურები და ერთად შეკრული ტექსტიც.
ფოტოები ორივე ქალაქში, უმეტესად 2020-2022 წლებშია მოგროვებული. მათზე გამვლელების, ენთუზიასტების ან მკვლევრების მიერ ქუჩებში, კედლებზე გაკეთებული წარწერებია ასახული. თითქოს ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ ამ წიგნში პირველად ვუგდებთ ყურს ორ ქალაქს შორის დიალოგს, რომელიც ქუჩის წარწერების ერთმანეთთან შეპირისპირებით ავტორებმა, ჩვენ თვითონ შევთხზეთ.

აქ ერთმანეთში ირევა ქართული და ოსური, რუსული და ინგლისური ენები, სასიყვარულო, თუ პოლიტიკური გზავნილები, სოციალური წუხილები და სურვილები, ოცნებები და მოთხოვნები.
„ხმაური კედლებიდან“ ამავე დროს არის გამყოფი ხაზის მიღმა ქალაქებში მცხოვრებთა ერთმანეთთან პირისპირ დადგომის, ერთმანეთთან საუბრის მეტაფორა, სწორედ ისეთი, როგორიც თბილისსა და ცხინვალს შორის 2022 წელსაა შესაძლებელი.