ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

წიგნები

ფოტოწიგნი

ზამთარი გადატანილია

გურამ წიბახაშვილი

  • მთარგმნელი:
  • ყდა: თორნიკე ლორთქიფანიძე
  • გამომცემლობა: გამომცემლობა ინდიგო
  • გამოცემის წელი: 2019
  • ფასი: 70,00 ლარი
ტყუილი ქვეყანა იშლებოდა. გორბაჩოვის დროს უკვე ვიცოდით, რომ ეს გარდაუვალი იყო. როგორც ყოველთვის, ეს ცვლილებაც იყო ძალიან მტკივნეული და აუცილებელი

ესაა ფოტო და ესეების კრებული, რომელიც ფანჯარას ხსნის ყველაზე ნაკლებად განხილულ და გაანალიზებულ პროცესზე - საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა დროში იატაკქვეშა არტისტული მოძრაობების ბედზე. წიგნი ვიზუალური ენით იკვლევს იმ ალტერნატიულ სივრცეესა და სახელოსნოებს, რომლებიც თბილისში 1980-იანი წლების ბოლოდან გაჩნდა - სადაც ინტელექტუალური და არტისტული ძალების კონცენტრირება მოხდა როგორც რეჟიმთან, სისტემასთან დაპირისპირება - ოღონდ აბსოლუტურად არადისიდენტური თვითგამოვლინებებით.

ქართველი ფოტოგრაფი, გურამ წიბახაშვილი ამ პროცესების მონაწილე და თვითმხილველია. ის ათწლეულების განმავლობაში აგროვებდა ფოტოებს ყოველდღიურობიდან, რომელიც დღეს ძვირფას და კარგად გასაანალიზებელ წარსულად იქცა. გურამის არქივში შედის ფოტოები, რომლებიც აღწერს ახალი იდეების, მოძრაობების პერფორმანსების დაბადებას. აღწერს თავისუფალ სივრცეებს უცხო თვალისთვის ჩაკეტილ საბჭოთა საცხოვრებელ ბინებში, სადაც ვერ აღწევდა სისტემა და ცენზურა. “ზამთარი გადატანილია” არის პერსონალური მემუარებისა და დოკუმენტალური ფოტოების არქივი უშუალო თვითმხილველისგან და მონაწილისგან.

ყიდვა

ზამთარი გადატანილია

გურამ წიბახაშვილი

ფასი: 70,00 ლარი

info@indigo.com.ge

საქართველო, თბილისი 0179 იაკობ გოგებაშვილის ქუჩა N38

ტელ.: +995557570777

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა