უღიმღამო ნონსენსი
წიგნები
„უღიმღამო ნონსენსი“ ალი მუსაევის კომიქსის ჟანრის სადებიუტო ნამუშევარია, სადაც სამი, სრულიად განსხვავებული ხასიათისა და თხრობის სტილის ამბავია აღწერილი. გამოცემაში ნახავთ თუ რას პოულობს უძილობით გატანჯული ადამიანი, უცნობთან ღამის რეგულარული და ფრაგმენტული დიალოგების შემდეგ; სად სრულდება ამბავი, როდესაც ის ორ მეგობარს შორის ჩამდგარი ხიდის აღწერით იწყება; ან რას გულისხმობს და როგორ გამოიყურება თავად „უღიმღამო დილემა”.