დედა, მამა, ფედ 4 და მე
წიგნები
ამ ქართულ-ინგლისურენოვან ფოტოწიგნში ანა კორძაია-სამადაშვილის ოჯახის გზებია აღბეჭდილი. მამის, არსენ კორძაიას მიერ 1960-იანი წლების მიწურულის გადაღებულ ფოტოებზე გადაღებულ პორტრეტებსა თუ ლანდშაფტებში ავტორის დამოკიდებულება, მისი მიმართება ჩანს. მისთვის ყველაზე ძვირფასია ის, რასაც იღებს - ფოტოგრაფსაც უმზერენ ადამიანები, რომლებიც იმავე განცდით პასუხობენ, ამიტომაც მთელი ფოტოკოლექცია ამ გრძნობებითაა გაჟღენთილი.
ანა უყურებს ფოტოებს და ხვდება, რომ ის, რაც ახსოვს ის ნამდვილია. ფირზე აღიბეჭდება ისიც, თუ როგორ აკვირდება ბავშვი იმას, რასაც უყურებს. ამიტომ წიგნის გადაფურცვლისას უცნაურ განლაგებაში ვართ: ანა ზურგითაა ჩვენკენ, რადგან უყურებს თავის ბავშვობას, ჩვენ ვუყურებთ ანას და ანას გავლით იმას, რაც მან ბავშვობაში დატოვა.