ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

რატომ დავეხმარო ინდიგოს?

ჩვენ ყოველ ჯერზე თავიდან ვიწყებთ პარტნიორების დაინტერესებას იმისთვის, რომ ახლად დაბადებული იდეები რეალობად ვაქციოთ. შევქმნათ შინაარსი, რომელსაც ცვლილება მოსდევს და ჩვენსავე თვალსაწიერს აფართოებს, შემეცნების კარს ხსნის, ახალ ადამიანებს, არსებობის დაფარულ შრეებსა თუ სასიცოცხლო ძალებს აღმოგვაჩენინებს.  ნებისმიერი შემოწირულობა ჩვენთვის იმის დასტურია, რომ გჯერათ იმ მამოძრავებელი ძალის, რაც ინდიგოს ყოველი ახალი წამოწყების უკან დგას. ეს იმის დასტურია, რომ თქვენც მოგვყვებით ახალ თავგადასავალში, რომელიც ისევე დაგიტოვებთ სიახლეს აზროვნებაში, როგორც ჩვენ გვიტოვებს.

ინდიგო ჩავიფიქრეთ როგორც იდეების, აღმოჩენების, ახალი ცოდნის გასაზიარებელი პლატფორმა. დონაცია კი ის სივრცეა, სადაც ერთმანეთს მადლობას ვუხდით. მადლობა მხარდაჭერისთვის!

სიყვარულით, ინდიგო

ვის შეუძლია ჩვენი დახმარება?

ინდიგო შემოწირულობებს იღებს ყველასგან, ვის ინტერესშიც არის დამოუკიდებელი, პროფესიული სტანდარტებით მომუშავე მედიასაშუალებების გაძლიერება. თუმცა, უარს ვამბობთ ისეთი თანხის მიღებაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის გამოცემის რეპუტაციას და მკითხველთა სანდოობას.

ინდიგო არ იღებს შემოწირულებებს
  • კორუფციულ თუ სხვა ტიპის უკანონო გარიგებებში ჩართული პირებისგან
  • პოლიტიკური პარტიებისგან ანდა მათთან აფილირებული პირებისგან
 შემომწირველებს არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რაიმე გავლენას მოახდენენ სარედაქციო დამოუკიდებლობაზე.

საბანკო გადარიცხვებისთვის

ჩვენთვის დახმარება შესაძლებელია საბანკო გადარიცხვის გზით:

ეროვნულ ვალუტაში გადარიცხვებისთვის: 
თიბისი ბანკი
ბანკის კოდი:  TBCBGE22
მიმღების ანგარიში:  GE81TB7676336020100003
მიმღების სახელი:  შპს გამომცემლობა ინდიგო

პროკრედიტ ბანკი
ბანკის კოდი:  MIBGGE22
მიმღების ანგარიში:  GE63PC0243600100019979 
მიმღების სახელი:  შპს გამომცემლობა ინდიგო


საერთაშორისო გადარიცხვებისთვის
თიბისი ბანკი
Ben’s IBAN GE71TB7676336120100005
მიმღების დასახელება: INDIGO PUBLISHING LTD
შუამავალი ბანკი: CITIBANK N.A. NEW-YORK, USA
SWIFT: CITIUS33
ABA: 021000089
შუამავალი ბანკი: DEUTSCHE BANK TRUST COMPANY AMERICAS NEW-YORK, USA
SWIFT: BKTRUS33
ABA: 021001033


პროკრედიტ ბანკი
მიმღების სახელი: 
შპს გამომცემლობა ინდიგო
მიმღების ანგარიში (USD):
GE63PC0243600100019979 
კორესპონდენტი ბანკი
: ProCredit Bank AG Germany
SWIFT: PRCBDEFF
ბენეფიციარი ბანკი: ProCredit Bank JSC, Tbilisi, Georgia 21 Al. Kazbegi Ave., 0160 Tbilisi, Georgia
SWIFT: MIBGGE22

გამჭვირვალობა

ინტერესის შემთხვევაში თითოეული შემომწირველის ვინაობა და რაოდენობა შესაძლოა გახდეს საჯარო.

ერთი პირის მიერ 2000 ლარზე მეტი თანხის გადმორიცხვისას კი ინფორმაცია ავტომატურად განთავსდება ჩვენს ვებსაიტზე.

პერსონალური ინფორმაცია

გპირდებით არ გავამჟღავნებთ შემომწირველთა პერსონალურ ინფორმაციას და არ გადავცემთ მესამე პირებს პირად თუ საბანკო ნომრებს.