QARTULI

#33 ინდიგო თავს უყრის იდეებს, ინიციატივებს და გაბედულ წამოწყებებს, რომელთაც შეცვლის, სიახლის მოტანის ამბიცია აქვთ. 

ნომრის გმირებს შორის არიან გამოცდილი მეწარმეებიც და გამოუცდელი დებიუტანტებიც, ვინც პირველ ნაბიჯებს სწორედ ახლა დგამენ. ინდიგოს ავტორები ეძებდნენ მიგნებებს და ვიზიონერულ იდეებს, რომლებზეც მათი ბიზნესწამოწყებები დგას. 

PRODUCED IN GEORGIA სუბიექტური ხედვით შედგენილი კატალოგია. ეს მცირე ატლასი წარმოგვიდგენს სოლო მმართველებსაც და გუნდებსაც, რომლებმაც ახალი პროდუქტები, სრულიად განსხვავებული სივრცეები და დასამახსოვრებელი გამოცდილებები შექმნეს.

 

სპეცპროექტის ტექსტებზე მუშაობდნენ: მაკო აბესაძე, ნინო ჩიმაკაძე, სალომე კიკალეიშვილი

ფოტო: ლაშა (Fox) ცერცვაძე