რატომ დავეხმარო ინდიგოს?
ჩვენ ყოველ ჯერზე თავიდან ვიწყებთ პარტნიორების დაინტერესებას იმისთვის, რომ ახლად დაბადებული იდეები რეალობად ვაქციოთ. შევქმნათ შინაარსი, რომელსაც ცვლილება მოსდევს და ჩვენსავე თვალსაწიერს აფართოებს, შემეცნების კარს ხსნის, ახალ ადამიანებს, არსებობის დაფარულ შრეებსა თუ სასიცოცხლო ძალებს აღმოგვაჩენინებს. ნებისმიერი შემოწირულობა ჩვენთვის იმის დასტურია, რომ გჯერათ იმ მამოძრავებელი ძალის, რაც ინდიგოს ყოველი ახალი წამოწყების უკან დგას. ეს იმის დასტურია, რომ თქვენც მოგვყვებით ახალ თავგადასავალში, რომელიც ისევე დაგიტოვებთ სიახლეს აზროვნებაში, როგორც ჩვენ გვიტოვებს.
ინდიგო ჩავიფიქრეთ როგორც იდეების, აღმოჩენების, ახალი ცოდნის გასაზიარებელი პლატფორმა. დონაცია კი ის სივრცეა, სადაც ერთმანეთს მადლობას ვუხდით. მადლობა მხარდაჭერისთვის!
სიყვარულით, ინდიგო