გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ევროპული კინოტური თბილისში

ევროპული კინოტური თბილისში | 15-20 სექტემბერი

15-20 სექტემბერს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპულ კინოტურს უმასპინძლებს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივით, ევროპული კინოტური მაყურებელს ევროპული და ქართული კინოს ჯილდოების მფლობელ ფილმებს სთავაზობს. ევროპული კინოტური ევროპული და ქართული კინოს მრავალფეროვანი გამოცდილების გაზიარებასა და კულტურებს შორის დიალოგის ხელშეწყობას ემსახურება. ფილმების საშუალებით, მაყურებელს შესაძლებლობა ეძლევა, გაეცნოს თანამედროვე ევროპულ და ქართულ კინემატოგრაფიას, აღმოაჩინოს ახალი ისტორიები და გაიცნოს განსხვავებული ხედვები და შემოქმედებითი ხმები.

ინიციატივა ხორციელდება Cineuropa-ს, LUX Audience Award-ის, კინოხელოვნების ცენტრ „პრომეთეს“, თანამედროვე კინოს მუზეუმის, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალისა და ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პარტნიორობით.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, T კორპუსი, აუდიტორია 102; ილია ჭავჭავაძის გამზირი 45, თბილისი.

დასწრება თავისუფალია. ფილმები ნაჩვენები იქნება ორიგინალ ენაზე სუბტიტრებით.

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ბილეთები ნუმერაციის გარეშეა. გთხოვთ, წინასწარ დაჯავშნოთ ადგილი ამ ბმულზე

კინო ჩვენებების განრიგი თბილისში

სამშაბათი, 15 სექტემბერი · 19:00
ეს უბრალოდ შემთხვევითობა იყო
It Was Just an Accident
რეჟისორი: ჯაფარ პანაჰი
ირანი, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, 2025
სინოფსისი: ფილმი მოგვითხრობს ირანის ყოფილი პოლიტიკური პატიმრების ჯგუფზე, რომლებიც დგებიან რთული არჩევანის წინაშე — იძიონ თუ არა შური მამაკაცზე, რომელიც, შესაძლოა მათი წამების მონაწილე ყოფილიყო.
ჯაფარ პანაჰი ირანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოზიციით გამოირჩევა და არაერთხელ ყოფილა დაპატიმრებული. "ეს უბრალოდ შემთხვევითობა იყო" ოფიციალური გადაღების ნებართვის გარეშე იქნა გადაღებული.
ჯილდოები: ფილმის პრემიერა 2025 წლის მაისში, კანის 78-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც მან ოქროს პალმის რტო მოიპოვა. ოსკარის 98-ე დაჯილდოებაზე ფილმი ნომინირებული იყო საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის და საუკეთესო ორიგინალური სცენარის კატეგორიებში. ფილმი ასევე აღინიშნა ოქროს გლობუსის 83-ე დაჯილდოებაზე.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია პროფესორ გიორგი სანიკიძესთან


ოთხშაბათი, 16 სექტემბერი · 19:00
მარიას დუმილი
Maria's Silence
რეჟისორი: დევის სიმანისი უმცროსი
ლატვია, ლიეტუვა, 2024
სინოფსისი: ფილმი მოგვითხრობს მარია ლეიკოს, ცნობილი მსახიობის ისტორიას, რომელიც კარიერის გვიან ეტაპზე დილემის წინაშეა — აირჩიოს საკუთარი იდეალები თუ სტალინის ტოტალიტარული რეჟიმის მიერ გავრცელებული სიცრუე.
ჯილდოები: ეკუმენური ჟიურის პრიზი — ბერლინალე 2024, Forum; Baltic Assembly Prize for the Arts — 2024; ლატვიის კინოს პრემია 2025 — საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანთან


ხუთშაბათი, 17 სექტემბერი · 19:00
ცხრათვიანი კონტრაქტი
9-Month Contract
რეჟისორი: ქეთევან ვაშაგაშვილი
საქართველო, ბულგარეთი, გერმანია, 2025
სინოფსისი: ჟანა, ქართველი დედაა, რომელიც ქალიშვილის მხარდასაჭერად ანაზღაურებად სუროგაციას გადაწყვეტს. ის, რაც თავდაპირველად ფინანსური პრობლემის მოგვარების საშუალებად ეჩვენება, თანდათან ღრმა პირად მსხვერპლად იქცევა.
ჯილდოები: Alternativa Film Festival-ის Spotlight Award.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია პროფესორ ქეთევან გურჩიანთან და რეჟისორ ქეთევან ვაშაგაშვილთან


პარასკევი, 18 სექტემბერი · 19:00
ტალღები
Waves
რეჟისორი: ირჟი მადლი
ჩეხეთი, სლოვაკეთი, 2024
სინოფსისი: ფილმი 1960-იანი წლების მიწურულს ჩეხოსლოვაკიაში, პრაღაში ვითარდება. ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარი ძმის დაცვას ცდილობს და ამ პროცესში საზოგადოებრივი რადიოს საინფორმაციო სამსახურში აღმოჩნდება, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებიან სიმართლის მაძიებელი ჟურნალისტები და საიდუმლო პოლიცია. 
ჯილდოები: ფილმის პრემიერა კარლოვი ვარის 58-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც მან მაყურებლის ჯილდო მოიპოვა. ფილმი 97-ე ოსკარის დაჯილდოებაზე საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში ჩეხეთის წარმომადგენლად იყო წარდგენილი.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია პროფესორ გიგა ზედანიასთან


შაბათი, 19 სექტემბერი · 17:00
ორი პროკურორი
Two Prosecutors
რეჟისორი: სერგეი ლოზნიცა
საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ლატვია, რუმინეთი, ლიეტუვა, 2025
სინოფსისი: ფილმის მოქმედება 1937 წელს, სტალინის დიდი წმენდის პერიოდში ვითარდება. სიუჟეტი მოგვითხრობს ახლად დანიშნულ საბჭოთა პროკურორზე, რომელიც პატიმრის წერილს იპოვის, სადაც კორუფციის შესახებ ინფორმაციას შეიტყობს. უსამართლობის მხილებისა და სიმართლის დადგენის მცდელობა მას საბჭოთა ბიუროკრატიის რთულ ლაბირინთში და სახიფათო პოლიტიკურ სივრცეში შეიყვანს.
ჯილდოები: ფილმის პრემიერა 2025 წელს, კანის 78-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც მან François Chalais-ის პრიზი მოიპოვა.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია ისტორიკოს დავით ჯიშკარიანთან


კვირა, 20 სექტემბერი · 19:00
ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ
Mr. Nobody Against Putin
რეჟისორი: დევიდ ბორენშტეინი და პაველ ტალანკინი
ჩეხეთი, დანია, 2025
სინოფსისი: ფილმი გვიყვება რუსეთში მოსწავლეების საომარი პროპაგანდისა და ინდოქტრინაციის შესახებ. დოკუმენტური გამოძიება პატარა ქალაქის მასწავლებელზეა, რომელმაც ამ პროცესისთვის წინააღმდეგობის გაწევა გაბედა. 
ჯილდოები: ფილმის პრემიერა 2025 წლის სანდენსის კინოფესტივალზე შედგა, სადაც მან სპეციალური ჟიურის ჯილდო მოიპოვა. ბრიტანეთის კინოაკადემიის 79-ე დაჯილდოებაზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმის პრემია, ხოლო ოსკარის 98-ე დაჯილდოებაზე საუკეთესო დოკუმენტური სრულმეტრაჟიანი ფილმის ჯილდები მოიპოვა.

ევროპული კინო ტურის სრული პროგრამა →
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა