გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #მოდა

Fashion Upcycling Course Tbilisi | ახალი ნაბიჯი ქართული მოდის განვითარებაში

სააგენტო „ვიტრინის“ ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, თბილისში პირველი Fashion Upcycling ვორქშოპი ჩატარდა.

საგანმანათლებლო პროექტი Institut Français de la Mode (IFM)-თან კოლაბორაციით გაიმართა და მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას - მდგრადი მოდის დანერგვის კულტურის განვითარებას მიეძღვნა. აღნიშნულმა პროგრამამ პირველად მისცა შესაძლებლობა, საქართველოში მსგავსი ფორმატის საერთაშორისო კურსი შეეთავაზებინათ მოდის სფეროს წარმომადგენლებისთვის.

პროგრამა წარმოადგენდა IFM-ის ცნობილი Fashion Upcycling Summer School-ის ანალოგს, რომელშიც ქართველმა მონაწილეებმა მიიღეს შანსი, ევროპული მოდის სკოლის სტანდარტებით შეესწავლათ Upcycling-ის მეთოდები.

კურსს ხელმძღვანელობდნენ:

  • მადო რომანაძე - სააგენტო Vitrine-ის დამფუძნებელი, 17-წლიანი გამოცდილებით მარკეტინგის, მოდის კონსულტირების, ბრენდის და ბიზნესის მართვის სფეროში;
  • Catherine Piéderrière - Institut Français de la Mode-ის მოწვეული ლექტორი, რომელიც მუშაობდა ისეთ ცნობილ ფრანგულ ბრენდებთან, როგორებიცაა Anne Valérie Hash და Jean Charles de Castelbajac.

პროგრამა შედგებოდა 7-დღიანი ინტენსიური ვორქშოფისგან. სესიები გაიმართა 2025 წლის 17-25 ნოემბერს; მონაწილეებმა თავად შექმნეს საკუთარი Upcycling პროტოტიპები და აღმოაჩინეს, როგორ შეიძლება გამოუსადეგარი ნივთისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება.

კურსის დასრულებისას მონაწილეებმა მიიღეს სერტიფიკატები - ორივე ლექტორის ხელმოწერით, როგორც სააგენტო „ვიტრინიდან“, ასევე IFM-დან.

სატრენინგო ფორმატი შექმნილი და ორგანიზებული იყო სააგენტო Vitrine-ის მიერ და მხარდაჭერილი გახლდათ ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებული პროექტის QUIS-ის მიერ.

რატომ Institut Français de la Mode (IFM)?

სააგენტო Vitrine მრავალი წელია, წარმატებით თანამშრომლობს მოდის სფეროში წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ის წარმოადგენს საქართველოს ერთადერთ ავტორიზებულ პარტნიორს TRANOÏ SHOWROOM-ის მიმართულებით. Vitrine ასევე თანამშრომლობს მოდის სფეროს ისეთ ცნობილ წარმომადგენლებთან, როგორებიცაა: Premier Vision, Rakuten Fashion Week Tokyo, Edstrom Agency, SOGO SEIBU, SHIBUYA PARCO, MODEL INC, Fashion World Tokyo, Galeries Lafayette, Premier Classe, Who’s Next და Scoop International, რითაც ქართველ დიზაინერებს მისცემს შანსი, გაცნობოდნენ საერთაშორისო ბაზრებს და შეძლებოდათ საერთაშორისო მიმართულებით წარმატებული ოპერირება.

სწორედ ამ გამოცდილების საფუძველზე, სააგენტომ გადაწყვიტა განათლების მიმართულების განვითარება და პარტნიორობა მოდის განათლების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ინსტიტუტთან - Institut Français de la Mode (IFM)-თან.

დღეს, როცა მდგრადობა და რესურსების ხელახალი გამოყენება იქცა მოდის სფეროს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, IFM აქტიურად ავითარებს Upcycling-ის მიმართულებას და ხელს უწყობს ინოვაციურ ეკოლოგიურ მიდგომებს.

საქართველოში IFM-თან პარტნიორობა ნიშნავს საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას - ცოდნის, პრაქტიკისა და კულტურის იმპორტს, რაც დაეხმარა ქართველ დიზაინერებს ახალი ხედვების ჩამოყალიბებაში და გაუხსნა კარი გლობალური მოდის სამყაროსკენ.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა